varene-iz-inzhira-2

ქარვისფერი ლეღვის მურაბა საკუთარ წვენში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

2 კგ.ლეღვი

1,600 გრ.შაქარი

6 ცალი მიხაკის ბუტკო ( სურვილისამებრ)

2 ნაჭერი  ლიმონი

 

მომზადების წესები:

გარეცხილი ლეღვი დავჩხვლიტოთ, დავაწყოთ  დასაწრეტად თუშფალანგზე  ,ჩავაწყოთ ქვაბში და ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი და გავაჩეროთ გრილ ადგილას რამოდენიმე საათი, რომ წვენი გამოიღოს.

ქვაბი დავადგათ საშუალო ცეცხლზე,როგორც კი ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და ვხარშოთ 5-8 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან,გადავაფაროთ პირსახოცი და  სიროფში 8-10 საათი გავაჩეროთ.

ამ დროს გავლის შემდეგ ისევ ვადუღებთ 5-8 წუთი,ვუმატებთ  ნახევარი ლიმონის ცედრას და 2 ნაჭერ ლიმონს , მიხაკის ბუტკოს (სურვილისამებრ)   და ისევ ვაჩერებთ სიროფში 8-10 .

მესამედ ვადუღებთ  ისევ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 10-15 წუთი სასურველი სისქის მიღებამდე , ჩავასხამთ სტერილურ ქილებში,მოვხუფავთ,გადმოვაბრუნებთ,შევახვევთ პირსახოცში გაცივებამდე და . შევინახავთ გრილ ადგილას.

რჩევა: მურაბას ხარშვისას მორევა არ უნდა,დროდადრო ქვაბი ხელით შევატოკოთ.

ლეღვის მურაბა დარიჩინის არომატით იხ.აქ 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

შოკოლადის კანფეტები ქლიავის ჩირით

ინგრედიენტები; შავი ქლიავი  250 გრ შოკოლადის ფილა  200 გრ     შავი ქლიავის ჩირი გავრეცხოთ და 10 წუთი ჩავალბოთ ცხელ წყალში.შემდეგ წყალი გადავწუროთ . შოკოლადი

ლეღვის მურაბა დარიჩინისა და მუსკატის კაკლის არომატით

2 კგ.ლეღვი 1,600 გრ.შაქარი 2 დარიჩინის ჯოხი 4 მწიკვი მუსკატის კაკალი   მომზადების წესები: გარეცხილი ლეღვი დავჩხვლიტოთ, დავაწყოთ დასაწრეტად თუშფალანგზე,ჩავაწყოთ ქვაბში და ფენა-ფენა დავაყაროთ შაქარი

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია