05fb7aad2a

რაჭული ლობიანი ლორით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები ცომისათვის:

1 კგ.ფქვილი

500 მლ თბილი წყალი

10 გრ.საფუარი

მარილი გემოვნებით

ნახ. ჭიქა ზეთი

ზეთი ჩასაზელად

შიგთავსი:

250 გრ.ლორი

500 გრ.ლობიო

მარილი,პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესები:

ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.

შიგთავსის მოზადება:

ლობიო მოვხარშოთ ლორთან ერთად.მოხარშული ლორი წვრილად დავჭრათ,ლობიო ამოვლესოთ.

ლობიოს შევურიოთ ლორი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.

სამარხვო ლობიანი იხ. აქ  

ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.

შემდეგ  გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ღორის ცხიმის ნაჭერი ან კარაქი(ზეთი).

ლობიოსგან მომზადებული კერძები იხ,აქ 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

პომიდვრის ღვეზელი ბომბები – ინდური სამზარეულო

ინგრედიენტები: 500გრ.პამიდორი ჩერი 200 გრ.ხაჭო 200 მლ.მინერალური წყალი 1 კვერცხი 3 გრ.ქარი( ინდური სუნელი) 5-5 ღერი ქინძი,ოხრახურში 15 გე.მარილი 185 გრ.ფქვილი 500 მლ.ზეთი მინერალური წყალი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია