tortivulkani10

პომიდვრის ტორტი “ვულკანი”

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

პამიდორი– 1,3 კგ.

ქათმის ფილე – 800 გრ.

კარტოფილი – 1 კგ.

კარაქი – 30 გრ.

კვერცხი  – 2 ცალი.

ხახვი – 3 ცალი.

სტაფილო – 1 ცალი.

ქამა სოკო – 500 გრ.

ხაჭო (15%) – 400 გრ.

იხრახურში – 5 ღერი.

კამა– 5 ღერი.

ხმელი რეჰანი– 6 გრ.

შაქარი – 8 გრ.

ზეთი – 100 მლ.

მარილი– 35 გრ.

შავი დაფქული წიწაკა – 4 გრ.

მომზადების წესები:

პამიდორები დავჭრათ ალყა-ალყად,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა,ხმელი რეჰანი და შევწვათ ღუმელში..

კარტოფილი კრემისათვის — მოხარშული კარტოფილებისაგან მოვამზადოთ პიურე,დავუმატოთ კარაქი,კვერცხი, კარტოფილის ნახარში.

ფარშისათვის: ქათმის ფილე,ღუმელში შემწვარი ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში,მოვაყაროთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა. ფარში „გავლახოთ“.

სოუსისათვის – პამიდორი გავატაროთ საცერში,დავუმატოთ შაქარი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა,ვთუშოთ 7 წუთი შესქელებამდე.

პირველი გულსართისათვის: ერთად მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წვრილ სახეხზე გახეხილი სტაფილო.

მეორე გულსართი — შევწვათ ქამა სოკო

მესამე გულსართი- ხაჭო დავაბლენდეროთ ოხრახურშთან და კამასთან ერთად.

ავაწყოთ ტორტი ვულკანი; ღრმა ფორმას წავუსვათ ზეთი,დავდოთ რგოლებად შემწვარი პამიდორი,შემდეგ პირველი გულსართი,ისევ რგოლებად  შემწვარი პამიდორი და მეორე გულსართი,ისევ პამიდვრები და ზემოდან გადავანაწილოთ მესამე გულსართი. ასე ვაწყობთ ფენებს ,სანამ არ დაგვიმთავრდება გულსართები და პომიდვრები.

ფენების დიამეტრი 1 სანტიმეტრით მცირდება ქვემოდან ზემოთ.ფორმაში დავროვდება პამიდვრის წვენი,რომელიც ტორტის გამოცხობისას ამოშრება.

პომიდვრის და გულსართის მთას ზემოდან ჯერ შევფუთავთ ფარშით,შემდეგ კარტოფილის კრემით.მწვერვალში ჩავდოთ კვერცხის ნაჭუჭი.

კოვზით გავუკეთოთ ჩანაჭდევები და ზემოდან ქვემოთ სუფრის კოვზით ჩავასხათ პომიდვრის სოუსი (ლავა).

ტორტი ვულკანი გამოვაცხოთ ღუმელში 40 წუთი 180 გრადუსზე.

სუფრაზე მიტანის წინ ერთი  ს.კოვზი ჩავასხათ ნაჭუჭში და მოვუკიდოთ ცეცხლი.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

გარგლის პეროგი

ინგრედიენტები: 3 კვერცხი 200 გრ.შაქარი 1 ჩ.კოვზი  შაქრიანი ვანილი 150 მლ ზეთი ( მზესუმზირისა და ზეითუნის) 150 მლ.არაჟანი 150 გრ.გაცრილი ფქვილი 1/2 ჩ.კოვზი სოდა 8

ხაჭოს ტორტი გარგლით

ინგრედიენტები: იოგურტი – 1 ს კოვზი შაქრის ფხვნილი – 100 გრ კარაქი – 125 გ დიდი კვერცხი – 2 ცალი. ლიმონის ცედრა  და წვენი ფქვილი

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

როგორ ავკრიფოთ თვლები ჩხირებზე

ქსოვას ვიწყებთ თვლების აკრებით.გადმოვახვიოთ გორგლიდან ორი იმდენი ძაფი ,რა სიგანის ნაქსოვიც გვინდა მივიღოთ. მაგ: თუ  გვსურს მივიღოთ 55 სმ-ის ზურგი ,უნდა ავკრიფოთ 110-125 სმ-ის ან

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია