ინგრედიენტები :
300 გრ ფრინველის გული
300 გრ .ფრინველის კუჭი
300 გრ.ფრინველის ღვიძლი
2 თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
6 გრ.კოწახური
1 ცალი წითელი წიწაკა
6 გრ.უვხო სუნელი
3 გრ ყვითელი ყვავილი
ქონდარი გემოვნებით
ხმელი მწვანე ბაზილიკი გემოვნებით
120 მლ წითელი მშრალი ღვინო
ნახ.ჩ.კოვზი მარცვალი შავი წიწაკა
1 ჩ.კოვზი ქინძის მარცვლები
100 მლ.ზეთი
12 გრ .მარილი ან გემოვნებით
3 გრ.დაფქული შავი წიწაკა
მომზადების წესები :
გახურებულ ტაფაზე დავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი.
ფრინველის გული გავჭრათ შუაზე,ხოლო კუჭი და ღვიძლი გავყოთ 4 ნაწილად.
დავყაროთ გახურებულ ტაფაზე გულები , კუჭები და საშუალო ცეცხლზე შევწვათ.
დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ცხელშივე მოვაყაროთ მარილი გემოვნებით,შავი დაფქული წიწაკა , მოვასხათ 60 მლ.ღვინო და დაველოდოთ, სანამ ალკოჰოლი აორთქლდება.
ცეცხლს ძალიან დავუწიოთ და ვშუშოთ დაახლოებით30 წუთი,სანამ კუჭები კარგად არ შეიწვება.
ხახვი დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად. მეორე ტაფაზე დავასხათ 60 მლ.ზეთი და მოვშუშოთ ხახვი შემდეგ დავაყაროთ ღვიძლები და შევწვათ.
ნიორი, წიწაკა, კოწახური, ქინძის ,შავი წიწაკის მარცვლები, მარილი დავნაყოთ და მიღებული მასა გავხსნათ 60 მლ .ღვინოში.
ფრინველის შიგნეული ერთმანეთში შევურიოთ, შევაზავოთ დანაყილი მასით, დავუმატოთ ხმელი ბაზილიკი (შეგვიძლია არც დავუმატოთ),უცხო სუნელი, ყვითელი ყვავილი, ქონდარი და 5 წუთი გავჩეროთ საშუალო ცეცხლზე.
კუჭმაჭი მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით,წითელი ხახვითა და ქინძით.