7814781feb78380db5402eb153ec800b_obj

პომიდვრის ღვეზელი ბომბები – ინდური სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

500გრ.პამიდორი ჩერი

200 გრ.ხაჭო

200 მლ.მინერალური წყალი

1 კვერცხი

3 გრ.ქარი( ინდური სუნელი)

5-5 ღერი ქინძი,ოხრახურში

15 გე.მარილი

185 გრ.ფქვილი

500 მლ.ზეთი

მინერალური წყალი წინასწარ შევდოთ მაცივარში.

პამიდორს მოვაჭრათ თავი და ყავის კოვზით გამოვუღოთ თესლები ისე,რომ მისი მთლიანობა არ დავარღვიოთ.

თითოეულ პამიდორს მოვაყაროთ მარილი და დავალაგოთ კულინარიულ ხელსახოცზე დასაწრეტად.

სანამ პამიდორი დაიწრიტება,მოვამზადოთ შიგთავსი.
ხაჭო დავაბლენდეროთ ან გავატაროთ საცერში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი,სუნელი ქარი და მარილი ჩვენი გემოვნებით.

პამიდვრის თასები ავავსოთ გულსართით.

ვამზადებთ ფრიტიურს;

500 მლ. ზეთი ჩავასხათ ქვაბში და ავადუღოთ.

მოვამზადოთ კლიარი: კვერცხი ავთქვიფოთ ,დავუმატოთ მინერალური წყალი,მარილი ჩვენი გემოვნებით და ფქვილი.მოვზილოთ ძალიან თხელი ცომი.თუ ცომი სქელი გამოგვივა,გავათხელოთ მინერალური წყლით.

თითოეული პამიდორი გულსართით ამოვსვაროთ კლიარში,ჩანგლით ამოვიღოთ,ჩავაგდოთ ფრიწიურში და ყველა მხრიდან შევწვათ.

პამიდვრის ბომბები ქაფქირით ამოვიღოთ,დავაწყოთ ქარალდის ხელსახოცზე ,ზეთი რომ დაიწრიტოს და მივირთვათ.

მეორე ვერსია:

ინგრედიენტები:
ცომი:
ფქვილი – 3-3,5 ჭიქა.
წყალი (ადუღებული) – 1 ჭიქა
გამდნარი კარაქი – 4 ს.კოვზი
შაქარი – 1 ჩ.კოვზი
მარილი – 1 ჩ.კოვზი
გულსართი:
პამიდორი ჩერი – 5 ცალი.
ბრინზა (ან ხაჭო) – 200 გრ
ნიორი – 2 კბილი.
მწვანილი
მარილი

პამიდორი ალყაალყად დავჭრათ.

ხაჭო დავაბლენდეროთ,დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი,წვრილდა დაჭრილი მწვანილი.

.ცხელ  წყალში გავხსნათ მარილი და შაქარი. შევურიოთ გამდნარი კარაქი და ფქვილი,მოვზილოთ ცომი.ცომი გავაჩეროთ 30 წუთი და მერე გავყოთ ორ ნაწილად.

ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და მასზე 3 სმ-ის დაშორებით დავალაგოთ ალყა  -ალყად დაჭრილი პომუდვრები.

პომიდვრებზე დავალაგოთ გულსართი.

გავაბრტყელოთ ცომის მეორე ნაწილი და გადავაფაროთ  გულსართიან პომიდვრებს.

ჭიქით გამოვჭრათ ღვეზელები,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.


ღვეზელი ბომბები შევწვათ დიდი რაოდენობის ზეთში ტაფაზე. ორივე მხრიდან.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

გარგლის ტორტი მუსით

ჩვენ დაგვჭირდება 20 სმ დიამეტრის ფორმა: ინგრედიენტები ბისკვიტისათვის: 4 კვერცხი 120 გრ.ფქვილი 120 გრ.შაქარი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი ინგრედიენტები მუსისათვის: 300 გრ.გარგარი 120 გრ.შაქარი( თუ გარგარი

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

როგორ დავხატოთ კუ

თავდაპირველად შემოვხაზოთ ბაკანის( ჯავშანი),თავისა და ფეხების კონტურები.შემდეგ კი მივახაზოთ სხვა დეტალები.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია