109651_36498nothumb500 (1)

პომიდვრის პიცა – ტორტი ბლინებისაგან

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

500 გრ.  ძროხის ხორცი

2 მწვანე ვაშლი

2 ხახვი

3 წითელი წიწაკა

6 გრ. ძირა

1 ს.კოვზი ტომატ-პასტა

25 გრ.შაქარი

1,5  კგ.მსხვილი პამიდორი

12 გრ.მარილი

2 გრ.შავი დაფქული წიწაკა

1 გრ.წითელი დაფქული წიწაკა

ზეთი- ქვაბის ძირზე მოსასმელად.

 

ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსზე.

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული .

ხორცი,ხახვი და ვაშლი გავატაროთ ხორცსაკეპში და ფარში ( 6 გრ.ძირა, ნახ.ჩ.კოვზი მარილი,1 გრ.შავი დაფქული წიწაკა,1 გრ.შავი დაფქული პილპილი)შევკაზმოთ.

პამიდორი  2 ადგილას ჩავჭრათ ისე ,როგორც სურათზე არის ნაჩვენები.

ფარში გადავიტანოთ პოლიეთილენის პარკში და „გავლახოთ“ ანუ პარკი რამოდენიმეჯერ დავახეთქოთ მაგიდაზე.

პამიდორებს მოვაყაროთ მარილი.

გავაკეთოთ პატარა გუნდები.მივცეთ მოგრძო  ფორმა და ჩადოთ პამიდვრის ჯიბეებში.

მრგვალ ფორმას წავუსვათ ზეთი,გამზადებული პამიდორები წრიულად ჩავალაგოთ.

ერთ ჭიქა წყალში გავხსნათ 1 ს.კოვზი ტომატ-პასტა,შაქარი,მარილი და შავ დაფქული წიწაკა და დავასხათ პამიდვრებს.

პამიდვრებს თავზე დავალაგოთ 3 წითელი წიწაკა ჩილი და შევდოთ ღუმელში 40 წუთი გამოსაცხობად. 30 წუთის შემდეგ,  10 წუთი გავზრდით ტემპერატურას  210 გრადუსამდე.

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

გარგლის ჯემი ყავის,ფოთოხლისა და დარიჩინის არომატით

გარგლის ჯემი ფორთოხლის არომატით ინგრედიენტები: 1კგ გარგარი 2 ფორთოხალი 1 კგ.შაქარი   გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში. ფორთოხალი გავჭრათ 4 ნაწილად,გამოვუღოთ კურკები და ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.

ატმის ტრაიფლი – ჩინური თუ ინდური ტორტი

ინგრედიენტები: 6 კვერცხიანი ბისკვიტი მოხარშული კრემი მუსლინი ან  ნებისმიერი კრემი თქვენი გემოვნებით გახეხილი შოკოლადი  – ზემოდან მოსაყრელად ატმის –  სიროფი  დასანამად ნიგოზი – 100 გრამი

ქსოვის სახე ”სუმბული”

ქსოვის სახე ” უზორი” – სუმბული წყვილ რიგებს ვქსოვთ ასე: უკუღმა თვლები ამოგვყავს უკუღმად. როგორ გადავხაროთ თვალი მარცხნივ ვნახოთ ვიდეოში.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია