ინგრდიენტები:
500 მლ.რძე
1 ჭიქა ფქვილი
2 კვერცხი
2 ს.კოვზი გამდნარი კარაქი
მწიკვი მარილი
შიგთავსი:
6 ცალი კვერცხი
800 გრ ძროხის რბილი ხორცი
500 გრ ხახვი
2 კონა ოხრახურში
2 კონა კამა
4 კბილი ნიორი
6-8 კოვზი მცენარეული ზეთი
ხორცის ბულიონი (ნახარში) 250-300 მლ.
მშრალი დაფქული წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესები:
კვერცხი ავთქვიფოთ 250 მლ რძეში,შევათქვიფოთ ფქვილი,დავუმატოთ მწიკვი მარილი.
მიღებული მასა გავათხელოთ დარჩენილი რძით და დავუმატოთ ცეცხლზე გამდნარი კარაქი.
თხევადი ცომი გავაჩეროთ 25 წუთი.
ტაფა კარგად გავაცხელოდ,ცომს ამოვურიოთ.ტაფაზე ჯერ დავასხათ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი,
შემდეგ კი ცენტრში ბლინების ცომი. ტაფა სხვადასხვა მიმართულებით დავხაროთ და ცომი თანაბრად გავანაწილოთ
ტაფის მთელ ზედაპირზე. ბლინები გამოვაცხოთ ერთი მხრიდან.
შიგთავსის მომზადება:
კვერცხი მოვხარშოთ,გავფცქვნათ,დავჭრათ წვრილ კუბებად.
ხორცი მოვხარშოთ და გავატაროთ ხორცსაკეპში.
მწვანილები წვრილად დავჭრათ.
ნიორი დავნაყოთ.
წვრილად დაჭრილი ხახვი შევწვათ ტაფაზე ზეთში.
ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ,მოვაყაროთ მარილი,წიწაკა გემოვნებით.
შიგთავსი ბლინების შემწვარ ზედაპირზე მოვათავსოთ , შევახვიოთ და შევწვათ ორივე მხრიდან ტაფაზე.
რჩევა: ზოგიერთი დიასახლისი შიგთავს უმატებს მოხარშულ ბრინჯს.
მოგეწონათ რეცეპტი? გთხოვთ, გაუზიაროთ მეგობრებს.