ინგრედიენტები:
1 კგ ძროხის ხორცი
3 ცალი პამიდორი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
2-3 თავი წითელი ხახვი
4 კბილი ნიორი
1 ს.კოვზი პურის ფქვილი
2 კონა ოხრახურში
1 კონა კამა
1 კონა ქინძი
3-4 ცალი მჟავე კიტრი
1-2 ს.კოვზი ტომატ- პასტა
1ჩ.კოვზი უვხო სუნელი
მარილი ,დაფქული წითელი და
შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები;
ხორცი დავჭრათ წვრილ, გრძელ ნაჭრებად,ხახვი და პამიდორი კი ნახევარ რგოლებად.
ნიორი დავჭყლიტოთ.
ხორცს მოვაყაროთ მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით.
ღრმა ტაფა – ქვაბში ჩავასხათ ზეთი,დავაწყოთ ხორცის ნაჭრები,დავახუროთ ქვაბს თავზე და საშუალო ცეცხლზე ვშუშოთ . როცა ხორცი თავისივე წვენში ჩაიშუშება,სითხე აორთქლდება,დავაყაროთ ხახვი , პამიდორი და დაფნის ფოთოლი.
ხორცი ხახვთან და პამიდორთან ერთად ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე 5-7 წუთი.შემდეგ დავუმატოთ ტომატ- პასტა ,კარგად მოვურიოთ და ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი,მოვაყაროთ პურის ფქვილი ,დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი,დავასხათ ბულიონი(შეგვიძლია ,პურის ფქვილი და ტომატი ცალკე გავხსნათ წყალში) იმდენი,რომ მივიღოთ სასურველი სისქის კერძი და წამოვადუღოთ.
კერძს წამოდურებისთანავე დავუმატოთ ნიორი,სუნელები,წიწაკა,მარილი,ცეცხლს დავუწიოთ,ქვაბს თავზე დავახუროთ და მომზადება გავაგრძელოთ კიდევ 10-15 წუთი.ბოლოს 3-5 წუთით ადრე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები.