ინგრედიენტები :
1 კგ საქონლის ხორცი
200 გრ.ღორის ხორცი
100 გრ. მრგვალი ბრინჯი
3 თავი ხახვი (საშუალო ზომის)
15 ღერი ქინძი
7 კბილი ნიორი
15 ღერი პიტნა
100 გრ კარაქი
აჯიკა:
3 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
2 წითელი ცხარე წიწაკა
1,5 ჩ.კოვზი ძირა
3 ჩ.კოვზი ხმელი ქინძის მარცვლები
1,5 ს. ,კოვზი მარილი
ნაღების სოუსი:
100 გრ კარაქი
4 ს.კოვზი ზეთი
8 კბილი ნიორი
200 მლ ნაღები
10 ღერი კამა
10 ღერი ქინძი
10-10 გრ. მარილი და შავი დაფქული წიწაკა
ვაზის ფოთოლი
მომზადების წესები :
ბრინჯი წინასწარ დავალბოთ 20 წუთი წყალში.
მოვამზდოთ აჯიკა.
ბულგარული და წითელი წიწაკა დავაბლენდეროთ.
ფილთაქვაში ჩავყაროთ ნიორი,ჩავასხათ 2 ს.კოვზი ზეთი,ჩავყაროთ მარილი,ქინძის მარცვლები,ძირა და დავნაყოთ.
დაბლენდერებული წიწაკა და დანაყილი მასა შევურიოთ ერთმანეთში.
პიტნა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
შერეულ ფარშს შევურიოთ ბრინჯი,მწვანილები,აჯიკა გემოვნებით და ბოლოს წვრილად დაწრილი ხახვი.
შეზავებულ ფარშს დავუმატოთ 1/2 ჭიქა წყალი და კარგად მოვურიოთ.
გამზადებული ვაზის ფოთლებს მოვაცალოთ ყუნწები, გავავლოთ ცხელ წყალში.ვაზის ფოთოლში ჩავდოთ ხორცის ფარშის ნაზავი და გადავახვიოთ.
ტოლმები მჭიდროთ ჩავალაგოთ ქვაბში დავასხათ ცხელი წყალი,ისე რომ ტოლმა არ უნდა დავფაროთ .
ტოლმა რომ ძალიან გემრიელი გამოგვივიდეს, ზემოდან კარაქის კუბები მოვათავსოთ,კერძს დავაფაროთ თეფში და ზემოდან მოვათავსოთ სიმძიმე( ქვა) ,წყალი აიწევს და ტოლმას დაფარავს.
ასევე მოგეწონებათ კომბოსტოს ფოთოლში შეხვეული ტოლმის რეცეპტი.
ქვაბს დავახუროთ თავსახური.წყალი რომ ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და მოვხარშოთ დაბალ ცეცხლზე.
ნაღების სოუსი :
ქინძი და კამა წვრილად დავჭრათ.
კარაქი გავადნოთ ,დავასხათ ზეთი,შიგნით ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ოდნავ მოვშუშოთ. დავუმატოთ დაბალპროცენტიანი ნაღები.როგორც კი წამოდუღდება,იქვე გადმოვდგათ ცეცხლიდან,
წვრილად დაჭრილი მწვანილი ჩავყაროთ და დავუმატოთ მარილი,შავი დაფქული წიწაკა
სუფრაზე მიტანის წინ კერძი გავაფორმოთ ლიმონის ნაჭრენით და ფიალით მივიტანოთ ნაღების სოუსი.