MangoPeachesGoodiesBakeShopWinnipeg

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ატმის ტორტი

ინგრედიენტები:

6 კვერცხი

6 ს.კოვზი შაქარი

6 ს.კოვზი ფქვილი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი( თუ კარგი ღუმელი გაქვთ,გამაფხვიერებელი არ უნდა)

შაქრიანი ვანილი

მწიკვი მარილი

გულსართი და კრემი;

6 საშუალო ზომის ატამი

100 გრ.შაქრის პუდრა

350 მლ ნაღები (33% ცხიმიანობა)

200 გრ.თეთრი შოკოლადი

ნუშის ფანტელები

 

ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე.

კვერცხის გულები და ცილა გავაცალკავოთ.

კვერცხის ცილაში ჩავყაროთ მწიკვი მარილი და  3 ს.კოვზ  შაქრთან ერთად მოვამზადოთ ბეზე.ვთქვიფოთ მიქსერით.

ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის გულები გათეთრებამდე 3ს.კოვზ შაქართან ერთად.

გოგლიმოგლში ხის კოვზით ან ნიჩბით შევურიოთ ბეზე.

ფქვილს შევურიოთ შაქრიანი ვანილი და ხის კოვზით ან კულინარიული ნიჩაბით  ნაზად შევურიოთ კვერცხიან მასას

ულუფობით, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით.დიდხანს არ ამოვურიოთ,რომ ცომიდან არ გამოვდენოთ ჰაერის  ბუშტუკები.

ჩავასხათ ბისკვიტის მასა ქაღალდჩაფენილ (წავუსვათ ზეთი)  ფორმაში და გამოვაცხოთ  30-35 წუთი.

გამოცხობის შემდეგ ღუმელი გამოვრთოთ, კარი  არ გამოვაღოთ და  ბისკვიტი იქვე გავაგრილოთ .

ატამი გავთალოთ,კუბებად  დავჭრათ და მოვაყროთ შაქრის პუდრა,გავაჩეროთ 20 წუთი.

მოვამზადოთ კრემი:

150 მლ.ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე.გადმოვდგათ ცეცხლიდან. დატეხილ შოკოლადს ნაღები დავასხათ,მოვურიოთ და გავხადოთ ერთგვაროვანი.დარჩენილი ცივი ნაღები ავთქვიფოთ და ულუფობით შევურიოთ შოკოლადის კრემს .

ატამს სიროფი გადავუწუროთ და ჩავასხათ 1 ს.კოვზი კონიაკი.

ბისკვიტი გავჭრათ 3 ნაწილად.ფენები დავნამოთ სიროფით,წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ ატმის ნაჭრები , ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ ნუშის  ფანტელები ან  გავაფორმოთ სურბილისამებრ.

 

 

ასევე ნახეთ

არტალის წვნიანი ბავშვებისათვის

ინგრედიენტები: 1 კგ.არტალა 4-5 კბილი ნიორი 1 ცალი სტაფილო 2 ს.კოვზი ბრინჯი 1 დაფნის ფოთოლი 4-5 კარტოფილი 1 კონა ნიახური მარილი,წიწაკა გემოვნებით   არტალა ეს

საგაზაფხულო მარწყვის მოხიტო – გამაგრილებელი სასმელი

ინგრედიენტები: 4-5 მარწყვი 1 ლაიმა 45 მლ.რომი 10 პიტნის ფოთოლი 2 ს.კოვზი შაქარი 2 ს.კოვზი წყალი მინერალური წყალი   მოვადუღოთ სიროფი და გავაგრილოთ. პიტნის ფოთლები

გარგლის პეროგი

ინგრედიენტები: 3 კვერცხი 200 გრ.შაქარი 1 ჩ.კოვზი  შაქრიანი ვანილი 150 მლ ზეთი ( მზესუმზირისა და ზეითუნის) 150 მლ.არაჟანი 150 გრ.გაცრილი ფქვილი 1/2 ჩ.კოვზი სოდა 8

Share on print
დაბეჭდე გვერდი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია