05cf5f01717ae1ea0eab27e2e5f454ae

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ატმის პეროგი

ინგრედიენტები:

ფქვილი – 340გრ.

მაწონი – 200 მლ

მარგარინი- 200 გრ

შაქარი- 250გრ

შაქრიანი ვანილი – 1 შეკვრა

კვერცხი – 3 ცალი

გამაფხვიერებელი – 2 ჩ.კოვზი

ატამი – 400-500 გრ

შაქრის პუდრა – ზემოდან მოსაყრელად

მომზადების წესები:

გარეცხილი ატამი გავთალოთ,კურკა გამოვუღოთ  და ნაჭრებად დავჭრათ.

მარგარინი გავადნოთ და გავაგრილოთ.

თასში ფქვილი,გამაფხვიერებელი,შაქრიანი ვანილი და შაქარი  ერთმანეთს შევურიოთ,დავუმატოთ კვერცხი,მაწონი ..

ინგრედიენტები მიქსერით ავთქვიფოთ.

დავუმატოთ მარგარინი და მოვურიოთ ხის კოვზით

ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი.

ცომი ჩავასხათ ფორმაში,ზემოდან დავალაგოთ ატის ნაჭრები.

გამოვაცხოთ პეროგი წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე 40-50 წუთი.

ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

ასევე ნახეთ

ნამცხვარი ატამი – ბავშვობის საყვარელი გემო

ინგრედიენტები; 2 კვერცხი 200 გრ.შაქარი 60 გრ.არაჟანი 60 გრ. კარაქი 300-350 გრ.ფქვილი( გააჩნია  რა ზომისაა კვერცხი) 1/2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი   ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი. კვერცხი და

როგორ მოვამზადოთ ალუბლის მარმელადი ზამთრისათვის

ინგრედიენტები: 1 კგ ალუბალი 600 გრ.შაქარი ალუბალი გავრეცხოთ ,საწურზე მოვათავსოთ და დავწრიტოთ. მშრალი ალუბალი ჩავყაროთ ქვაბში,შემოვდგათ ცეცხლზე.ალუბალი,როცა წვენს გაიკეთებს, ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავხეხოთ. ალუბლის პიურეს

ჩიზქეიქი ბეილისი

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის: ორცხობილა ”ორეო” -200-300 გრ 4 ს.კოვზი გამდნარი კარაქი გულსართისთვის: ნაღების  კრემ -ყველი (”ფილადელფია” ან მასკარპონე) – 700 გ შაქარი – 100 გ კვერცხი

Share on print
დაბეჭდე გვერდი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია