pirozhnoe-persik

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ნამცხვარი ატამი – ბავშვობის საყვარელი გემო

ინგრედიენტები;

2 კვერცხი

200 გრ.შაქარი

60 გრ.არაჟანი

60 გრ. კარაქი

300-350 გრ.ფქვილი( გააჩნია  რა ზომისაა კვერცხი)

1/2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

 

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი.

კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ.მასას შევათქვიფოთ კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული) და არაჟანი.დავუმატოთ მშრალი ინგრედიენტები და მივიღებთ წებოვან ცომს.

ხელები დავისველოთ წყალში,დავამზადოთ 35-40 გრამიანი ბურთულები და 2-3 სმ-ის დაშორებით დავალაგოთ პერგამენტზე.

10-12 წუთი გამოვაცხოთ ორცხობილები 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში .თუ კარგი ღუმელი გვაქვს,ზედა და ქვედა წვა ერთდროულად ჩავრთოთ.

ჩაის კოვზით გავუკეთოთ ჩაღრმავება,რომელშიც ჩავდებთ  შიგთავსს.

შიგთავსი:

200 გრ.მოხარშული შედედებული რძე

50 გრ.გარგლის ჯემი.

ინგრედიენტები ერთმანეთში ავურიოთ,გადავიტანოთ კულინარიულ ტომარაში და მოვათავსოთ ორცხობილაში.

 მოვამზადოთ წითელი და ყვითელი საღებავი ან ჭარხლისა და სტაფილოს წვენები( ნატურალური საღებავი)

ორცხობილა,ჯერ ერთი მხრიდან  ამოვსვაროთ ყვითელ საღებავში და მეორე მხრიდან წითელ საღებავში.

ბოლოს ორცხობილა ამოვგანგლოთ შაქარში ,გადავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ მაცივარში 3-4 დღე.

 

 

 

 

ასევე ნახეთ

ტორტი ”მარწყვის კოცნა”

ფხვიერი ცომი: 300 გრ.ფქვილი 150 გრ.შაქრის პუდრა 1 კვერცხი(60 გრ) 60 გრ.ნუშის ფქვილი 150 გრ.კარაქი ფქვილი ( პურის და ნუშის) ჩავყაროთ თასში,ჩავახეხოთ გაყინული კარაქი ,ხელის

კარტოფილიანი ფუნთუშები ბურგერებისათვის

ინგრედიენტები: 200 გრ.კარტოფილი 1 კვერცხი+ 1 კვერცხი ზემოდან წასასმელად 240 გრ.ფქვილი 125 მლ.რძე 5 გრ.საფუარი შაქარი გემოვნებით მარილი გემოვნებით   ღუმელი გავახუროთ 200 გრადუსზე. ყვითელი

ხორცის კატლეტები ყველით

ინგრედიენტები: 300 გრ.ქათმის ფილე 70 გრ.ყველი სულგუნი 2 ნაჭერი თეთრი პური ( 50 გრ) 1  პატარა თავი ხახვი 1/2 ჭიქა რძე 1 კვერცხი მარილი,წიწაკა გემოვნებით

Share on print
დაბეჭდე გვერდი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია