ინგრედიენტები:
1,5 კგ ხბოს ხორცი
400 – 500 მლ. ზეთი
მეგრული აჯიკა
2 კგ. კარტოფილი
1 ულუფაზე 1 ცალი კიტრი
1 კონა ქინძი
ხახვი,წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესები:
ხბოს ნეკნები სიგრძეზე ჩავჭრათ (თითო ნეკნზე) და შევწვათ ზეთიან ტაფაზე.
ნეკნები გადავიტანოთ ღრმა ტაფაში.მეგრული აჯიკა წყლით გავათხელოთ(ძალიან თხელი არ უნდა მოგვივიდეს) და მოვასხათ ნეკნებს , შევდგათ ჰაერღუმელში ცოტა ხნით.
გარეცხილი,გათლილი კარტოფილი გრძლად დავჭრათ და ზეთში შევწვათ ტაფაზე.
აჯიკიანი ნეკნები გადავიტანოთ ქოთნებში.
თითო ქოთანში მოვათავსოთ დაახლოებით 6 ცალი ნეკნი .ზემოდან გადავანაწილოთ ჯერ დაჭრილი კარტოფილი,შემდეგ კი კიტრი.მოვაყაროთ ხახვი,ქინძი,წიწაკა.
0