ინგრედიენტები :
200 გრ გრძელი ბრინჯი
200 გრ.ქიშმიში
1 ცალი დიდი ფორთოხლის ცედრა
150 გრ კარაქი ან ზეთი
150 გრ შაქარი ან თაფლი
მომზადების წესები :
ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),დავწუროთ თუშფალანგზე.
კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში,ფორთოხლის ცედრა.გამუდმებით ვურიოთ, რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.
სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად.
ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და 5-10 წუთი ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.
ბრინჯის ფლავი ხილით.მე-2 ვერსია :
200 გრ გრძელი ბრინჯი
200 გრ.ქიშმიში
100 გრ კურაგა
ვაშლი და კომში სურვილისამებრ
150 გრ კარაქი
150 გრ შაქარი ან თაფლი
მომზადების წესები :
თბილ წყალში ჩავალბოთ ქიშმიში და კურაგა.
ბრინჯი გავარჩიოთ,გავრეცხოთ ,მოვხარშოთ და გადავავლოთ ცივი წყალი ( ფანტია რომ გახდეს),დავწუროთ თუშფალანგზე.
კარაქი გავადნოთ,დავუმატოთ შაქარი,ქიშმიში.გამუდმებით ვურიოთ,რომ ქიშმიში არ დაიწვას.ქიშმიშის მარცვლები გაიბერება და შაქარში კარამელიზირდება.
წაიკითხეთ უზბეკური ხორცის და ტკბილი ფლავის სხვა რეცეპტები.
სქელძირიან ქვაბს ძირზე და გვერდებზე კარაქი წავუსვათ.მასში ჩავყაროთ და თანაბარ ფენებად გადავანაწილოდ ბრინჯი.ფენებს შორის მოვასხათ კარამელიზირებული კარაქი ქიშმიშთან ერთად და მოვაყაროთ დაჭრილი კურაგა,ვაშლი,კომში.
ბოლო ფენა უნდა იყოს ბრინჯი.ქვაბს თავსახურავი დავაფაროთ და ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ხილი არ ჩარბილდება.