ბორანოს ტრადიციული რეცეპტი -აჭარული სამზარეულო
ინგრედიენტები:
200 გრ.აჭარული დაწნული (ჩეჩილი ყველი}.
100 გრ.კარაქი
ცხელი წყალი
მომზადების წესები:
ყველი დავჭრათ ძალიან წვრილად , დავასხათ ადუღებული წყალი,დავალბოთ და ბოლოს გადავწუროთ.
კარაქი გავადნოთ ტაფაზე და ცოტა ხნით მოვბრაწოთ.
კარაქი ,როგორც კი ფერს შეიცვლის (არ უნდა დაგვეწვას) და მოყავისფრო გახდება,მოვასხათ ყველს .კერძი 5 წუთი გავაჩეროთ.
ბორანო მზადაა.მივირთვათ გემრიელად.
ბორანო პურში – თანამედროვე ქართული სამზარეულო
1 პური
150 გრ.სულგუნი
150 გრ.მოცარელა
2 კბილი ნიორი
60 გრ.კარაქი
1/4 კონა მწვანე ხახვი
ცოტა ქინძი
ცოტა პიტნა
მომზადების წესები:
ყველი გავხეხოთ,შევაზილოთ ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი,შევურიოთ წვრილად დაჭრილი ნიორი,მწვანილი.
პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე,შემდეგ სიგანეზე.ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.
პურის ყველა უჯრედი ამოვავსოთ შიგთავსით და გამოვაცხოთ 15-20 წუთი 180 გრადუსზე.
წყარო: იუთუბი ,გურმანია 25 ივნისი 2015 წელი