ინგრედიენტები:
1 კგ. ჭერამი
800 გრ.შაქარი
მომზადების წესები :
ჭერამი გავრეცხოთ,გამოვაცალოთ კურკები და დავაწყოთ თუშფალანგზე,რომ დაიწრიტოს.
მშრალი ხილი ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ.
ჭერამის პიურე მოვათავსოთ ალუმინის ქვაბში,დავაყაროთ შაქარი და წამოვადუღოთ.რომ ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ,დროდადრო ვურიოთ,რომ არ მიიკრას და ვადუღოთ გასქელებამდე.
დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.
ცხელი ჯემი ჩავსახათ მშრალ,სუფთა ქილებში,თავი მოვუხუფოთ და შევინახოთ გრილ ადგილას.
ზოგიერთი გამოცდილი დიასახლისი ჭერამის ჯემს დუღილის პროცესში უმატებს ლიმონის წვენს და ცედრას.
ჭერამის ჯემი ძალიან გემრიელი გამოდის თუ (ინგრედიენტების რაოდენობა იგივეა) დავუმატებთ 1 ცალ დარიჩინის ჯოხს და 100 გრ.ჯანჯაფილს.
0