recept_6189_me99

სოკოს ხარჩო – სამარხვო ქართული კერძი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

300 გრ.ხმელი სოკო

1 ხახვი

4 კბილი ნიორი

3 ს.კოვზი ტყემალი

1 ს.კოვზი ტომატ-პასტა

100 გრ.ბრინჯი

ზეთი შესაწვავად

მარილი,წიწაკა გემოვნებით

¼ ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

 

სოკო 30 წუთი ჩავალბოთ ცივ წყალში,შემდეგ გავწუროთ და მსხვილად დავჭრათ.

ადუღებულ წყალში სოკო  ჩავყაროთ და ვადუღოთ 20 წუთი.

ხახვი და ნიორი  წვრილად დავჭრათ.

ხახვი მოვშუშოთ ზეთში ტაფაზე,შემდეგ დავუმატოთ ტომატ  – პასტა, ვშუშავთ კიდევ 2-3 წუთი,შემდეგ ვუმატებთ ტყემალს და ისევ ვშუშავთ 2-3 წუთი.

ქვაბში ჩავამატოთ ბრინჯი,5 წუთის შემდეგ დავამატებთ ხახვს და ნიორს,როცა ბრინჯი მოიხარშება ვუმატებთ მარილს და ხმელ სუნელს.

რჩევა: შეგვიძლია სოკოს ხარჩოს დავუმატოთ ნიგოზიც.

სოკოს ხარჩო ნიგვზით:

1 კგ ხის სოკო

2  პატარა ზომის ხახვი

2 ს.კოვზი ტომატ –  პასტა

1 ჩ.ჭიქა გატარებული ნიგოზი

1-2 ს.კოვზი სიმინდის ან პურის ფქვილი

1 ფოთოლო დაფნა

1 ჩ.კოვზი ხარჩოს სუნელი

ცოტა ხმელი ქონდარი,ხმელი პიტნა

მარილი,წიწაკა გემოვნებით

 

სოკო კარგად გავრეცხოთ,მოვხარშოთ,გავაგრილოთ,წვენი დაგავწუროთ და დავჭრათ.

ქვაბში ჩავასხათ ზეთი და მასში ერთდოულად მოვშუშოთ დაჭრილი  ხახვი და სოკო,დავუმატოთ ფქვილი,სოკოს რაოდენობის მიხედვით.

1 ჭიქა სოკოს ცხელ  ნახარშში გავხსნათ ტომატ – პასტა,ჩავასხათ ქვაბში და გავაგრძელოთ შუშვა.

გატარებულ ნიგოზს შევურიოთ ხარჩოს სუნელი,ჩავყაროთ ქვაბში ,ცეცხლს დავუწიოთ და გავაგრძელოთ შუშვა.ბოლოს დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, ხმელი ქონდარი,მარილი,წიწაკა და ხმელი პიტნა.

მივირთვათ მჭადთან ერთად.  ოქროსფერი და ფაფუკი მჭადის რეცეპტი იხ.აქ

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

გარგლის ჯემი ყავის,ფოთოხლისა და დარიჩინის არომატით

გარგლის ჯემი ფორთოხლის არომატით ინგრედიენტები: 1კგ გარგარი 2 ფორთოხალი 1 კგ.შაქარი   გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში. ფორთოხალი გავჭრათ 4 ნაწილად,გამოვუღოთ კურკები და ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.

კრემ -მუსი ბეილისი

ინგრედიენტები: 2 კვერცხი 50 გრ.კონიაკი 200 გრ.შედედებული რძე   შედედებულ რძეში   ავქვიფოთ კვერცხი ( განუწყვეტლივ ვურევთ) ორთქლის აბაზანაზე. როგორც კი მას შესქელდება ცავამატოთ კონიაკი დაკარგად

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2 სქემაზე აღნიშნული არის 2,4 და ასე შემდეგ წყვილი .ამ რიგებს ვქსოვთ ასე: წაღმა თვალს ამოვიყვანთ წაღმა და უკუღმა თვალს ამოვიყვანთ

როგორ ავკრიფოთ თვლები ჩხირებზე

ქსოვას ვიწყებთ თვლების აკრებით.გადმოვახვიოთ გორგლიდან ორი იმდენი ძაფი ,რა სიგანის ნაქსოვიც გვინდა მივიღოთ. მაგ: თუ  გვსურს მივიღოთ 55 სმ-ის ზურგი ,უნდა ავკრიფოთ 110-125 სმ-ის ან

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე