9421222016_f46545b29f_c (1)

გარგლის ტორტი მუსით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ჩვენ დაგვჭირდება 20 სმ დიამეტრის ფორმა:

ინგრედიენტები ბისკვიტისათვის:

4 კვერცხი

120 გრ.ფქვილი

120 გრ.შაქარი

1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი

ინგრედიენტები მუსისათვის:

300 გრ.გარგარი

120 გრ.შაქარი( თუ გარგარი მწიფეა,მაშინ ავიღოთ ცოტა ნაკლები)

200 მლ 33-35% ცხიმიანი ნაღები

250 გრ.ხაჭოს ყველი ( მაგ: ფილადელფია)

12 გრ.ჟელატინი

ინგრედიენტები ჟელესათვის:

200 გრ.გარგარი

6 გრ.ჟელატინი

50 გრ.შაქარი

ასევე:

2-3 ს.კოვზი ლიქიორი

50 გრ.გარგლის ჯემი

მომზადება:

მოვამზადოთ ბისკვიტი:

კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით,ნელ – ნელა დავუმატოთ შაქარი.

ფქვილში შევურიოთ გამაფხვიერებელი,დავუმატოთ ათქვეფილ კვერცხს,ნიჩბით ვურიოთ ქვემოდან ზემოთ მიმართულებით. ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი,მოვუსვათ ცხიმი დაგამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.

გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან გადმოვიღოთ და გავაგრილოთ.

მოვამზადოთ გარგლის მუსი:

ჟელატინი 5 წუთი 2-3 ს.კოვზ ცივ წყალში დავალბოთ.

გარგარს კურკა გამოვუღოთ,4-ად გავყოთ,დავაყაროთ შაქარი,მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაბლენდეროთ.გარგლის პიურე გავატაროთ საცერში.

ხილის პიურეში ჩავამატოთ გაფუებული ჟელატინი,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

იქვე შევურიოთ ხაჭოს ყველი.

ავთქვიფოთ ნაღები,დავუმატოთ ხაჭოს ყველი გარგლის პიურესთან ერთად და 10 წუთი შევდოთ მაცივარში.

 მოვამზადოთ ჟელე:

ჟელატინი 5 წუთი 2-3 ს.კოვზ ცივ წყალში დავალბოთ.

გარგარს კურკა გამოვუღოთ,4-ად გავყოთ,დავაყაროთ შაქარი,მივიყვანოთ ადუღებამდე და დავაბლენდეროთ.გარგლის პიურე გავატაროთ საცერში.

ხილის პიურეში ჩავამატოთ გაფუებული ჟელატინი,მივიყვანოთ ადუღებამდე და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

ავაწყოთ ტორტი:

ბისკვიტი ჩავდოთ 20 დიამეტრის რგოლის ფორმაში ,ირგვლივ გვერდები შემოვაჭრათ, დავნამოთ ლიქიორით და წავუსვათ ჯემი.გარგლის ჯემის რეცეპტი აქ.

ზემოდან დავასხათ მუსი,გადავანაწილოთ თანაბრად და 4-5 საათი შევდოთ მაცივარში.

შემდეგ ზემოდან მოვასხათ ჟელე და შევდოთ მაცივარში 3-4 საათი.

გამოვიღოთ მაცივრიდან,მოვხსნათ რგოლი და გავაფორმოთ სურვილისამებრ.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

შოკოლადის მაფინები ალუბლით

ინგრედიენტები: 1 ცალი შავი შოკოლადის ფილა 45 გრ.კარაქი 200 გრ.ფქვილი 100 გრ.შაქარი 1 კვერცხი 200 მლ.რძე 2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი ( არა სავსე) და 1/4 ჩ.კოვზი

ნაყინის ტორტი ” შემწვარი ალიასკა “

ინგრედიენტი: 800-1200 გრ.ნაყინი. თასში ჩავაფინოთ პლასტიკი.ჩავდოთ ნაყინი და ჩავტკეპნოთ. პლასტიკი თავზე დავაფაროთ და შევდოთ საყინულეში 3 საათი. გამოვაცხოთ  ბრაუნი. ინგრედიენტები: 150 გრ.შავი შოკოლადი 70% 200

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს სახლის პირობებში

შარდის ბუშტის ანთება ანუ ცისტიტი წარმოიქმნება შარდის ბუშტში ინფექციის შეჭრით.ცისტიტი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ,ვიდრე მამაკაცებს და ამის მიზეზია ფიზიოლოგია.ქალების შარდსადენი უფრო მოკლეა და ფართო.ბაქტერიები მარტივად

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე