ინგრედიენტები:
ფქვილი 500 გრ
წყალი 200 მლ
საფუარი 5 გრ
მარილი 5 გრ
შაქარი 5 გრ
შიგთავსისათვის:
სულგუნი 1.5 კგ
წასასმელად:
არაჟანი 50 მლ
კვერცხი 2 ცალი
მომზადების წესები :
ფქვილი გავცრათ და მოვაყაროთ მარილი.
საფუარი და შაქარი გავხსნათ თბილ წყალში,დავუმატოთ გაცრილი ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
ცომს თავზე დავაფაროთ და დაველოდოთ ამოფუებას.
ცომი გავყოთ 200 გრამიან გუნდებად და თითოეული გუნდა გააბრტყელეთ გრძლად 6-7 სმ-ის სისქეზე.
სულგუნი დაჭერით 4 სმ-ის სისქის და დაახლოებით 150 გრამიან გრძელ ნაჭრებად .
სულგუნის თითო ნაჭერი წამოვაგოთ შამფურზე და მთელ სიგრძე გრძლად შემოვახვიოთ გაბრტყელებული ცომი.
შამფურზე წამოგებულ ხაჭაპურს გარედან გადავუსვათ კვარცხის გული ათქვეფილი არაჟანში.
ხაჭაპური შევწვათ 200 გრადუსზე ღუმელში ან დაბალ ცეცხლზე მაყალზე.
0