ინგრედიენტები ცომისათვის :
ფქვილი 1 ჭიქა
მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი
მცენარეული ზეთი- შესაწვავად
კვერცხი 1 ცალი
1 კვერცხის გული
რძე 1,5 ჭიქა
მარილი მწიკვი
სიროფისთვის:
ფორთოხალი 1 ცალი
კარაქი 2 ს.კოვზი
შაქარი 5 ს.კოვზი
კონიაკი 2 ს.კოვზი
მომზადების წესები:
ნაბიჯი 1
თასში ჩავყაროთ ფქვილი და მარილი,გავუკეთოთ ჩაღრმავება,რომელშიც ჩავდებთ კვერცხს დაკვერცხის გულს,კიდეებიდან ფქვილი შევაზილოთ,რძე თანდათანობით დავასახათ,ბოლოს კი ზეთი დავუმატოთ.მივიღებთ თხელ ცომს,გადავაფაროთ და მაცივარში 30 წუთის განმავლობაში მოვათავსოთ.
ნაბიჯი 2
გამოვაცხოთ 10 ბლინი ორივე მხრიდან ზეთიან ტაფაზე.ბლინები ერთმანეთზე დავალაგოთ.
ნაბიჯი 3
ფორთოხლის ცედრა მოვიმზადოთ გაფორმებისათვის .ტაფაზე გავადნოთ კარაქი,დავყაროთ შაქარი,დავასხათ ფორთოხლის წვენი და დაბალ ცეცხლზე მოვადუღოთ ოდნავ შესქელებამდე. ფორთოხლის სიროფი ცეცხლიდან გადმოვდგათ,ჩავასხათ კონიაკი.
ნაბიჯი 4
ბლინებს დავასხათ ფორთოხლის სიროფი,მოვაყაროთ ფორთოხლის ცედრა.
ფრანგული კრეპი სუზეტი მზადაა!