achma-400x319
5/5

აჩმა

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

3-4  ცალი კვერცხი

500 მ ლ. წყალი

1 კგ უმარლესი ხარისხის ფქვილი

10 გრ.მარილი

შიგთავსისათვის :

1 200 გრ იმერული და ჭყინტი ყველი

400 გრ.კარაქი

წასასმელად :

50 მლ .რძე

3 ცალი კვერცხი

50 გრ.კარაქი

მომზადების წესები:

კარაქი გავადნოთ.

თასში ჩავყაროთ გაცრილი ფქვილი,დავუმატოთ კვერცხი და წყალი,მოვზილოთ მაგარი ცომი .

მოზელილი ცომი გავყოთ 9 ნაწილად.ცომის ერთი ნაწილი უნდა იყოს შედარებით დიდი.პირველი და ბოლო ფენა მოუხარშავი უნდა დავტოვოთ.

აჩმის ფორმის ძირზე წავუსვათ ცხიმი,დავაფინოთ  გაბრტყელებული და მოუხარშავი პირველი ფენა.წავუსვათ გამდნარი კარაქი.

ფართოპირიან თასში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ მარილი და წამოვადუღოთ.

ცომის თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ საცხობი ფორმის  ზომაზე.

გაბრტყელებული ცომი გადავახვიოთ ხის საბრტყელებელზე და პირიქითა მოძრაობით ჩავუშვათ მდუღარე წყალში.ვხარშოთ 40  წამი, ამოვიღოთ და ჩავდოთ ქვაბის გვერდზე მოთავსებულ ფართოპირიან ცივი წყლით სავსე თასში.

წაიკითხეთ ხაჭაპურის რეცეპტები

ცომი,რომ გაცივდება,შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით,საცხობ ფორმაში მოხარშული მეორე და მესამე ფენა   გადავიტანოთ .თითოეულ ფენას წავუსვათ გამდნარი კარაქი.

მოხარშულ ცომს მოვაყაროთ გახეხილი ყველი.ასე ფენაფენა ავაწყოთ აჩმა. ანუ  400-400 გრ. გახეხილ ყველს ვაყრი მე-3 , მე-5 და მე-7 ფენას,კარაქს კი ვუსმევთ ყველა ფენას.

ზედა ფენაზე გადავუსვათ რძეში გახსნილი კვერცხის გული და დავჭრათ.

აჩმა შევდგათ ჰაერღუმელში და 200 გრადუსზე გამოვაცხოთ.ცხელ აჩმას ზემოდან წავუსვათ კარაქი.

თუ აჩმა მეორე დღისთვის დაგრჩათ,მაშინ  აჩმა ძალიან გემრიელია არაჟნით.

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here