00064477

ხაჭოს ტორტი გარგლით

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

იოგურტი – 1 ს კოვზი
შაქრის ფხვნილი – 100 გრ
კარაქი – 125 გ
დიდი კვერცხი – 2 ცალი.
ლიმონის ცედრა  და წვენი
ფქვილი – 1 ჭიქა,მასში შერეული გვაქვს 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
მარილი გემოვნებით

გულსართი:
კრემყველი – 700 გ
სახამებელი – 2.5  ს.კოვზი
შაქარი – 1 ჭიქა
კვერცხი – 4 ცალი.
შაქარი – 180 გ
არაჟანი – 400 გრ
დაკონსერვებული გარგარის – 8 ცალი.
ვანილის შაქარი – 1 შეკვრა
ფისტა -1 ს.კოვზი
ლიმონის წვენი – 1 ს.კოვზი
გახეხილი ლიმონის  ცედრა -1 ს.კოვზი

თასში ჩავყაროთ ფქვილი,მარილი,გამაფხვიერებელი და შაქარი.დავუმატოთ კუბებად დაჭრილი კარაქი,კვერცხი ,იოგურტი,ლიმონის წვენი,ცედრა და მოვზილოთ ცომი.

ფორმას წავუსვათ ცხიმი,გადავიტანოთ ცომი და  ძირზე ჩავტკეპნოთ.

გულასრთის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და ზემოდამ ცომზე მოვათავსოთ და ნიჩბით  თანაბრად  გავანაწილოთ.

წინასწარ გახურებულ ღუმელში ხაჭოს ბისკვიტი გამოვაცხოთ 190 გრადუსზე, ერთი საათი,გადავაფაროთ ფოლგა და ღუმელში დავტოვოთ 15 წუთი.ბისკვიტი გავაციოთ და გავაჩეროთ 1-2 საათი.

შაქარის მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრას დავუმატოთ 4 ს.კოვზი წყალი და ოდნავ შევათბოთ.თუ მინანქარი თხელი გამოგვივა დავუმატოთ შაქრის პუდრა,თუ სქელი წყლით გავათხელოთ.

ტორტი ზემოდან გავაფორმოთ გარგალით,მოვასხათ შაქრის მინანქარი და მოვაყაროთ ფისტა.

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

შავი ქლიავის ნამცხვარი ” წაბლი ” – მოხარშული კვერცხის ცომი

ინგრედიენტები: 5 კვერცხი 200 გრ.კარაქი 360 გრ.ფქვილი 6 გრ.სოდა 5 მლ.ლიმონის წვენი   შიგთავსი: 24 ცალი ნიგვზის ლებანი 240 გრ.შავი ქლიავი 250 მლ.მშრალი წითელი ღვინო

საზამთროს ნაყინი

ინგრედიენტები: 400 გრ.საზამთრო ( კურკებგამოცლილი) 1 ს.კოვზი  შაქრის პუდრა 200 მლ 35% ნაღები საზამთრო დავაბლენდეროთ და შევურიოთ შაქრის პუდრა. ცივი ნაღები მიქსერით ამოვიყვანოთ,დავუმატოთ საზამთროს პიურე.

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2 სქემაზე აღნიშნული არის 2,4 და ასე შემდეგ წყვილი .ამ რიგებს ვქსოვთ ასე: წაღმა თვალს ამოვიყვანთ წაღმა და უკუღმა თვალს ამოვიყვანთ

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე