Без названия (53)
5/5

გუფთა, ბოზბაში – აზერბაიჯანული სამზარეულო

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 კგ ცხვრის ხორცი ( რბილი)ან საქონლის ხორცი

200 გრ.დუმა

200 გრ.ხახვი

მწვანილი: ქინძი,კამა,პიტნა გემოვნებით

200 გრ .მრგვალი ბრინჯი

შავი წიწაკა და მარილი გემოვნებით

1/2 ჩ.კოვზი ხმელი პიტნა

3-4 ცალი პამიდორი

3-4 ცალი კარტოფილი

100 გრ.კარაქი

ნახ ს.კოვზი კურკუმა

2 -3  ს.კოვზი მუხუდო

 

მომზადების წესები :

ხორცი ,დუმა და 100 გრ.ხახვი გავატაროთ ხორცსაკეპში,დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები,ხმელი პიტნა, მრგვალი ბრინჯი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა.

მოვზილოთ ფარში სველი ხელებით. ხორცი ხელს უნდა მიეწებოს.

ფარშისაგან მოვამზადოთ სასურველი ზომის ბურთები. თითოეულში ჩავდოთ წინასწარ დამბალი შავი ქლიავი ან ალუჩა.

ხახვი და პომიდორი წვრილად დავჭრათ.

100 გრ.კარაქში მოვშუშოთ ხახვი და დავაყაროთ პომიდორი,დავუმატოთ კურკუმა,ვშუშოთ დაბალ ცეცხლზე.

მოშუშულ ხახვს და პამიდორს დავასხათ ბულიონი,წამოვადუღოთ,ჩავაწყოთ ხორცის ბურთულები .

ვჭრით 4 -6 ნაწილად  გარეცხილ,გაფცქვნილ კარტოფილებს და ვაწყობთ ბულიონში.ქვაბს დავახუროთ თავსახური და გავაგრძელოთ კერძის მომზადება.როცა კარტოფილი ნახევრად მოიხარშება,დავუმატოთ მუხუდო,ცოტა ხმელი პიტნა და ვადუღოთ კერძი მუხუდოს  მოხარშვამდე.

მზა კერძი გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე,მოვაყაროთ თუთუბო (სუმახი) და წვრილად დაჭრილი მწვანილები.

 

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მსხლისა და ტყემლის ჯემი

ინგრედიენტები : 2 კგ.მსხალი 2 კგ.წითელი ტყემალი ( ტკბილი) 2-2,5 კგ.შაქარი. მომზადების წესები : ხილი გავრეცხოთ. მსახალი დავჭრათ. მსახლი და ტყემალი ჩავყაროთ ქვაბში,დავასხათ წყალი,ისე რომ

მთელ – მთელი მსხლის მურაბა

ინგრედიენტები : 3 კგ. სამურაბე  ან პანტა მსხალი 3 ლიტრი წყალი 3 კგ. შაქარი 1  პატარა კონა პიტნა 1.5 ჩ.კოვზი ლიმონმჟავა მომზადების წესები : მსხალი

ბუღლამა – კახური სამზარეულო

ინგრედიენტები : 200 გრ.ცხვრის ხორცი 350 გრ.ხახვი 200 გრ.ალუჩა 2 კბილი ნიორი 70 გრ.ქინძი 40 გრ.პიტნა 50 გრ.კამა შავი პილპილი 1 ჩ.კოვზი მარილი გემოვნებით მომზადების

ხაჭაპურის ცომი მინერალურ წყალზე

ინგრედიენტები ( პირველი ვერსია) : 200 გრ.მაწონი 25-50 მლ. (მინერალური წყალი) ნახევარი ჩაის კოვზი ძმრით 300  – 400 გრ. ფქვილი მარილი ინგრედიენტები შიგთავსისათვის: 2 კვერცხი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here