ინგრედიენტები :
ქათამი – 1 – 1,5 კგ
პრასი – 4 ცალი
ხახვი – 1 ცალი
მიხაკი – 4-5 ბუტკო
შავი წიწაკის მარცვალი – 5-6 ცალი
დაფნის ფოთოლი – 1-2 ცალი
ოხრახურში და ქონდარი – 3-4 ტოტი
შავი ქლიავის ჩირი – 15-20 ცალი
მარილი
მომზადების წესები :
ქათამს კანი გავაცალოთ.
პრასის მწვანე ნაწილი დავჭრათ ,დავდოთ ქვაბის ძირზე,დავაწყოთ ქათმის ნაჭრები და დავასხათ წყალი ისე , რომ ქათამი ოდნავ დაიფაროს.
მოვადუღოთ ბულიონი დაბალ ცეცხლზე. წვენს ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.
ბულიონის მოდუღებამდე 3-4 წუთით ადრე, ქვაბში ჩავყაროთ შავი წიწაკის მარცვლები,დაფნის ფოთლები,მიხაკის ბუტკო, მწვანილი,მარილი.
მომზადებული ბულიონი გადავწუროთ,გავატაროთ საცერში და ჩავასხათ სუფთა ქვაბში.
ქათამს გამოვაცალოთ ძვლები , დავჭრათ წვრილად.
ბულიონში ქათმის ნაჭრებთან ერთად ჩავყაროთ შავი ქლიავის ჩირი და მოვადუღოთ 5 წუთი.
დავჭრათ პრასის თეთრი ნაწილი.
ხახვი დავჭრათ რგოლებად .
ხახვი,პრასის თეთრი ნაწილი მოვათავსოთ ქვაბში და ვადუღოთ 3 წუთი.