ინგრედიენტები :
200 გრ.ქლიავი
300 გრ.შაქარი
10 გრ.შაქრიანი ვანილი
2 კვერცხი
80 მლ.რძე
10 გრ.გამაფხვიერებელი
170 გრ.კარაქი
200 გრ.ფქვილი
2 ს.კოვზი წყალი
მომზადების წესები :
გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე.
150 გრ.კარაქი ავთქვიფოთ 150 გრ.შაქართან ერთად,დავუმატოთ 2 კვერცხი,80 მლ.რძე და მშრალი ინგრედიენტები( ფქვილი,ვანილი,გამაფხვიერებელი).
პატარა ქვაბში ჩავდოთ 20 გრ.კარაქი,150 გრ.შაქარი დავაყაროთ და 2 ს.კოვზი წყალი დავასხათ და მოვადუღოთ ქარვისფერი კარამელი.
ქლიავი გავრეცხოთ ,კურკები გამოვაცალოთ და გავყოთ 2 ნაწილად.
22 სმ დიამეტრის ფორმა შევახვიოთ ფოლგაში ( კარამელმა რომ არ გამოჟონოს),დავასხათ ძირზე კარამელი,დავალაგოთ ნახევარი ქლიავი კანით ზემოთ და დავასხათ ცომი.
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 35 წუთი.
ბისკვიტი კარგად გავაციოთ,დიდი ზომის თეფში დავახუროთ და გადმოვაბრუნოთ.
0