ინგრედიენტები :
5 კვერცხი
200 გრ.კარაქი
360 გრ.ფქვილი
6 გრ.სოდა
5 მლ.ლიმონის წვენი
შიგთავსი :
24 ცალი ნიგვზის ლებანი
240 გრ.შავი ქლიავი
250 მლ.მშრალი წითელი ღვინო
მინანქარი :
75 გრ.კაკაო
75 გრ.შაქარი
55 მლ.რძე
75.გრ.კარაქი
75 გრ.ქოქოსის ფანტელები ან გატარებული ნიგოზი
მომზადების წესები :
კარგად მოვხარშოთ კვერცხები, გამოვუღოთ გულები და კოვზით გავსრისოთ ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ,დავუმატოთ მოხარშული კვერცხის გულები, ფქვილი და სოდა ლიმონის წვენით.მოვზილოთ ცომი,შევახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში ერთი საათი.
ქლიავს დავასხათ ღვინო და მოვხარშოთ გავაგრილოთ,კურკა გამოვუღოთ და ჩავდოთ მოხალული ნიგვის ნახევარი ლებანი.
ცომი გავყოთ 4 ნაწილად, თითოეული კი 6 -ად და მოვამზადოთ 24 ბურთულა.
ბურთულების შუაში მოვათავსოთ ნიგვზიანი ქლიავი ,დავალაგოთ თუნუქის ტაფაზე( საცხობი ქაღალდი დაფენილია) და 15 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე.
ბურთულები გავაციოთ,ამოვსვაროთ მინანქარში და მოვაყაროთ ქოქოსის ფანტელები ან გატარებული ნიგოზი . უგემრიელესი ორცხობილა წაბლი მზად არის.
რჩევა : შესაძლებელია გულსართად გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ ნიგოზი ან თხილი.