ინგრედიენტები:
1 კგ კარტოფილი
1 ჩ.კოვზი ბულგარული
1. ჩ.კოვზი ორეგანო
1 ჩ.კოვზი გატარებული ნიორი
2-3 ს კოვზი ზეითუნის ზეთი
მარილი.
1 ჩ.კოვზი წითელი დაფქული წიწაკა
თუ ბავშვებს ვუმზადებთ,წიწაკა არ დავუმატოთ.
მომზადების წესები :
კარტოფილი გავრეცხოთ და კანიანად დავჭრათ.იგი ჯერ შუაზე გავჭათ,შემდეგ თითოეული ნახევარი სამ – ოთხ ნაწილად.
გაჭრილ კარტოფილს მოვაყაროთ ორეგანო, გატარებული ნიორი,ბულგარული წიწაკა,წითელი დაფქული წიწაკა,მარილი,მოვასხათ ზეთი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.
ღუმელის ტაფაზე დავაფინოთ ქაღალდი ან ფოლგა და დავალაგოთ კარტოფილის ნაჭრები ქერქით ქვემოთ .
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.თუ ძალიან გვეჩქარება და დრო არ გვაქვს ,მაშინ კარტოფილს ნახევრად მოვხარშავთ მუნდიით და შემდეგ დავჭრით.მომზადების წესი იგივეა.
კარტოფილისგან მომზადებული კერძების რეცეპტები
მექსიკური კარტოფილის მომზადების მეორე ვერსია:
კარტოფილი გავრეცხოთ და კანიანად დავჭრათ.იგი ჯერ შუაზე გავჭათ,შემდეგ თითოეული ნახევარი სამ – ოთხ ნაწილად.
შემწვათ კარტოფილი ზეთში ( ფრიწურში) 8-10 წუთი.გადმოვიტანოთ ცხაურზე და მოვაყაროთ ცხელსვე საკმაზი და ავურიოთ.
ტარტარი -ლეგენდარული ფრანგული სოუსი ხორცეულისათვის.
მაწვნის სოუსი მექსიკური კარტოფილისათვის:
მაწონში აურიეთ დაჭყლეტილი ნიორი,ზეითუნის ზეთი, დაჭრილი კამა,მარილი.
ტომატის სოუსი :
ტომატ პასტაში ავურიოთ მაიონეზი ,დავუმატოთ მარილი,დაჭყლეტილი ნიორი.