ინგრდიენტები :
4 კვერცხის გული
20 გრ.უნალექო ყავა
80 გრ.შაქარი
200 მლ.რძე
200 მლ.33% ნაღები
მომზადების წესები :
ჭურჭელში რძე ჩავასხათ, უნალექო ყავა დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.
კვერცხის გულებისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი.
გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ და ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.
ასევე მოგეწონებათ კაკაოს ნაყინის რეცეპტი.
ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი მომზადებული ნაყინი მზად არის.
0