ინგრედიენტები:
1 კგ ატამი
500 მლ წყალი
1.5კგ.შაქარი
3-4 ბადიანის ვარსკვლავი
1 ჩ.კოვზი ვარდისფერი წიწაკა
ატმებს ამოვაცალოთ კურკა და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
მოვადუღოთ სიროფი , დავასხათ ატმებს და 24 საათი გავაჩეროთ.
სიროფი გადავწუროთ,ისევ ავადუღოთ და დავასხათ ატმებს.კვლავ გავაჩეროთ 24 საათი.
მურაბას დავუმატოთ ბადიანი,ვარდისფერი წიწაკა და ვადუღოთ 5-10 წუთი.დუღილის დროს წარმოქმნილი ქაფი მოვხადოთ.
ცხელი მურაბა გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.შევინახოთ გრილ ადგილას.
0