გარგრის ჯემი ფორთოხლის არომატით
ინგრედიენტები :
1კგ გარგარი
2 ფორთოხალი
1 კგ.შაქარი
მომზადების წესები :
გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში.
ფორთოხალი გავჭრათ 4 ნაწილად,გამოვუღოთ კურკები და ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.
გარგარი,ფოთოხალი და შაქარი საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წუთი მომინანქრებულ ქვაბში.ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ.მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.
გარგრის ჯემი ყავის არომატით
1 კგ.გარგარი
500 გრ.შაქარი
5 ს.კოვზი დაფქული ყავა
2 ს.კოვზი უნალექო ყავა
1 ლიმონი
1 შეკვრა ვანილი
გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკეპში.
ლიმონიდან წვენი გამოვწუროთ.
დაფქული და უნალექო ყავა მოვათავსოთ 4 ფენა მარლაში , გავკვანძოთ და გავაკეთოთ ტომარა.
პატარ ტომარა ჩავდოთ ლიმონის წვენში.
გატარებული გარგარი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში,ჩავდოთ შიგნით ლიმონის წვენში დასველებული ტომარა,ჩავასხათ თვით ლიმონის წვენი და ვადუღოთ 15 წუთი.ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ,ბოლოს კი დავუმატოთ შაქრიანი ვანილი.
მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.მოვხუფოთ და შევინახოთ ზამთისათვის.
შეგვიძლია ,რომ ჯემი გადავიტანოთ სტერილურ ქილებში და მოვხუფოთ.
გარგლის ჯემი ნიგვზით და დარიჩინის არომატით
ინგრედიენტები :
1 კგ გარგარი
1 დარიჩინის ჯოხი
600 გრ.შაქარი
1/3 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი
200 გრ.ნიგოზი
1 ლიმონი
მომზადების წესები :
გარეცხილი,კურკაგამოცლილი გარგარი გავატაროთ ხორცსაკპში.
ლიმონი ქერქიანად გავატაროთ ხორცსაკეპში.
გარგარი,შაქარი,ლიმონი,დარიჩინის ჯოხი,ქერქგაცლილი და დაჭრილი ნიგოზი მოვათავსოთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 15 წუთი.
ჯემი ცეცხლიდან გადმოვდგათ და გავაგრილოთ.ასე მოვიქცევით 4-ჯერ. დუღილის პერიოდში წარმოიქმნება ქაფი,რომელსაც მოვქაფავთ,ბოლოს კი დავუმატოთ შაქრიანი ვანილი.არ დაგვავიწყდეს დარიჩინის ჯოხის ამოღება
მეხუთეჯერ ცხელი ჯემი ჩავასხათ სტერილურ ქილაში,მოვხუფოთ,შევფუთოთ პლედში და დაველოდოთ გაგრილებას.