ინგრედიენტები:
6 კვერცხის გული
80 გრ.შაქარი
250 მლ.რძე
350 მლ.33% ნაღები
ვანილი
ჭურჭელში რძე ჩავასხათ, ვანილი დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას დაველოდოთ.
კვერცხის გულებისა და შაქრისაგან გავაკეთოთ გოგლიმოგლი.
გოგლიმოგლი ჩავასხათ მოდურებულ რძეში,ცეცხლზე შემოვდგათ და ვურიოთ გასქელებამდე,არავითარ შემთხვევაში არ ავადუღოთ და ეს მასა გასაციებლად მაცივარში შევდოთ.
ძალიან კარგად გაციებული ნაღები ამოვიყვანოთ ,შევურიოთ მოდუღებული მასა და გადავიტანოთ ახალ ჭურჭელში,მოვათავსოთ საყინულეში,ყოველ 3 საათში ერთხელ კარგად ავურიოთ და 9 საათში ჩვენი მომზადებული ნაყინი მზად არის.
0