ინგრედიენტები :
3 კგ გარგარი
3 კგ შაქარი
1 ცალი ლიმონის წვენი და ცედრა(სურვილისამებრ)
მომზადების წესები :
გარგარი გავრეცხოთ,გამოვუღოთ კურკები და ფენა- ფენა ჩავალაგოთ მომინანქრებულ თასში.ფენებს შორის მოვაყაროთ შაქარი და 8-10 საათი გავაჩეროთ .
გარგარი წვენს გამოიღებს..თასი შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.ხის კოვზით განუწყვეტლივ ვურიოთ,სანამ შაქარი არ გადნება.
შემდეგ ცეცხლს ავუწიოთ ( საშუალო) და 20-30 წუთი ვადუღოთ.მურაბას ქაფი დროდადრო მოვხადოთ.ცეცხლი გამოვრთოთ და გარგალი გავაციოთ.
გარგალი კვლავ შემოვდგათ ცეცხლზე , ვადუღოთ 10-15 წუთი და გავაციოთ.ასე მოვიქცევით კიდევ 2-ჯერ..
გარგრის მურაბა გადავიტანოთ ქილაში და მოვხუფოთ.
რჩევა:
გარგარს არომატისათვის ხარშვისას შეგვიძლია დავუმატოთ ლიმონის წვენი და ლიმონის ცედრა.
0