getImage (3)

შოკოლადისა და ყავის ტორტი ყარაყუმი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 400 გ
ვანილი – 1 ცალი
კარაქი – 100 გ
კაკაო – 75 გ (3 შეკვრა)
მაწონი – 500 გ
სოდა – 2 ჩ/კ
ძმარი – 2 ჩ/კ
ფქვილი – 3 ჭიქა ( 500- 600 გ)

კრემი:
მოხარშული შედედებული რძე  – 2 ცალი
კარაქი – 300 გ
ხსნადი ყავა – 1 ს/კ
კონიაკი – 1 ს/კ
ვანილი – 1 ცალი
შავი შოკოლადი – 1 ცალი

კვერცხები და შაქარი  თქვიფოთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი,  კაკაო,  მაწონი,  სოდა ძმრით და  ფქვილი.

ცომი  გამოდის ბევრი,ამიტომ გამოვაცხოთ 26 სმ დიამეტრის გასაშლელ ფორმაში 180 გრადუსზე.

კრემი:

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კარაქი,დავუმატოთ კონიაკი,ყავა და ვანილი.

ბისკვიტი ფორმიდან არ გადმოვიღოთ.თუ იგი  მაღალია, ფორმას გვერდი მოვხსნათ,ბისკვიტი გავჭრათ ფენებად ,კრემი  ფენებს შორის,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ,მოვაყაროთ  გახეხილი შოკოლადი და ერთი ღამით შევდოთ მაცივარში. თუ ბისკვიტი მაღალი არ გამოგვივა,მაშინ კრემი მხოლოდ ზემოდან წავუსვათ .

ამ რეცეპტით გამომცხვარი ბისკვიტი არის ძალიან ფაფუკი.კრემი მოგვეჩვენება არის ბევრი,მაგრამ არ მოვიტოვოთ ,რადგანაც ბისკვიტი მთლიანად შეიწოვს და ზედაპირზე დარჩება საკმარისი.

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყავის ნაყინი

4 კვერცხის გული 20 გრ.უნალექო ყავა 80 გრ.შაქარი 200 მლ.რძე 200 მლ.33% ნაღები   ჭურჭელში რძე ჩავასხათ, უნალექო ყავა დავუმატოთ,სითხე ავადუღოთ ,ცეცხლი გამოვრთოთ და გაციებას

გულ-ღვიძლის პატე

ინგრედიენტები: 600 გრ.ხბოს გულ -ღვიძლი 5-5 გრ ქონდარი,პილპილი,მარილი 100 გრ.კარაქი 1/2 კონა ხახვი 1 კბილი ნიორი 1 დაფნის ფოთოლი 1/2 კონა ქინძი გახურებულ ტაფაზე გავადნოთ

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2

დეკორატიული ნაწნავი – ქსოვის სახე,”უზორი”N2 სქემაზე აღნიშნული არის 2,4 და ასე შემდეგ წყვილი .ამ რიგებს ვქსოვთ ასე: წაღმა თვალს ამოვიყვანთ წაღმა და უკუღმა თვალს ამოვიყვანთ

როგორ დავიცვათ ბავშვი ულტრაიისფერი(UV) გამოსხივებისაგან

კანის კიბოს უმრავლესი შემთხვევები შეგვიძლია თავიდან ავიშოროთ,თუ ბავშვებს და მოზრდილებს( ასევე ზრდასრული ადამიანებიც) დავიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. მზის სხივებისაგან  მიღებული დამწვრობა ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

შესვლა პროფილში

რეგისტრაცია საიტზე