შოკოლადისა და ყავის ტორტი ყარაყუმი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები:

კვერცხი – 3 ცალი
შაქარი – 400 გ
ვანილი – 1 ცალი
კარაქი – 100 გ
კაკაო – 75 გ (3 შეკვრა)
მაწონი – 500 გ
სოდა – 2 ჩ/კ
ძმარი – 2 ჩ/კ
ფქვილი – 3 ჭიქა ( 500- 600 გ)

კრემი:
მოხარშული შედედებული რძე  – 2 ცალი
კარაქი – 300 გ
ხსნადი ყავა – 1 ს/კ
კონიაკი – 1 ს/კ
ვანილი – 1 ცალი
შავი შოკოლადი – 1 ცალი

კვერცხები და შაქარი  თქვიფოთ, შეძლებისდაგვარად დიდხანს, დაუმატეთ ვანილი, 100გრ კარაქი,  კაკაო,  მაწონი,  სოდა ძმრით და  ფქვილი.

ცომი  გამოდის ბევრი,ამიტომ გამოვაცხოთ 26 სმ დიამეტრის გასაშლელ ფორმაში 180 გრადუსზე.

კრემი:

მოხარშული შედედებული რძე ავთქვიფოთ,შევათქვიფოთ კარაქი,დავუმატოთ კონიაკი,ყავა და ვანილი.

ბისკვიტი ფორმიდან არ გადმოვიღოთ.თუ იგი  მაღალია, ფორმას გვერდი მოვხსნათ,ბისკვიტი გავჭრათ ფენებად ,კრემი  ფენებს შორის,ზემოდან და გვერდებზე წავუსვათ,მოვაყაროთ  გახეხილი შოკოლადი და ერთი ღამით შევდოთ მაცივარში. თუ ბისკვიტი მაღალი არ გამოგვივა,მაშინ კრემი მხოლოდ ზემოდან წავუსვათ .

ამ რეცეპტით გამომცხვარი ბისკვიტი არის ძალიან ფაფუკი.კრემი მოგვეჩვენება არის ბევრი,მაგრამ არ მოვიტოვოთ ,რადგანაც ბისკვიტი მთლიანად შეიწოვს და ზედაპირზე დარჩება საკმარისი.

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

საახალწლო ინდაურის საცივი – გამოცდილი დიასახლისების რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 ცალი ინდაური 700 გრ.ნიგოზი 2 თავი ხახვი 2 ჩ.კოვზი უცხო სუნელი 2 ჩ.კოვზი ხმელი ქინძი 1 ჩაის კოვზი ზაფრანა(ყვითელი ყვავილი) დანის წვერით

სამარხვო კარტოფილის ღვეზელები

ინგრედიენტები : ფქვილი 500 კგ საფუარი 5 გრ წყალი ან კარტოფილის ნახარში 250 მლ გულსართისათვის : კარტოფილი  5 ცალი ხახვი 1  თავი ზეთი მარილი,პილპილი გემოვნებით

სალათი ” შანხაი “

ინგრედიენტები : 350 გრ.ქათმის ფილე 350 გრ.ქამა სოკო 150 გრ.სიმინდის მარცვალი 250 გრ.კონსერვირებული ანანასი 50 გ.ზეთის ხილის დაკურკული მარცვლები 2 ს.კოვზი  მაიონეზი (სავსე) მარილი გემოვნებით

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია