ინგრედიენტები:
200 გრ.ქლიავი
300 გრ.შაქარი
10 გრ.ვანილიანი შაქარი
2 კვერცხი
80 მლ.რძე
200 გრ.ფქვილი
10 გრ.გამაფხვიერებელი
170 გრ.კარაქი
მომზადების წესები :
ჩავრთოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
150 გრ.კარაქი და 150 გრ.შაქარი ავთქვიფოთ მიქსერით.შემდეგ შევათქვიფოთ კვერცხი და რძე.ხის კოვზით შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები (ფქვილი,შაქარი,ვანილი).
მოვამზადოთ ნაღების კარამელი.
ქვაბში გავდნოთ 20 გრ.კარაქი,დავაყაროთ შაქარი,დავასხათ 2 ს.კოვზი წყალი და მოვადუღოთ ოქროსფერი კარამელი.
ქლიავს გამოვაცალოთ კურკა და გავყოთ 2 ნაწილად.
ავიღოთ 22 სმ დიამეტრის ფორმა.ფორმას შემოვახვიოთ ფოლგა,იმისათვის რომ კარამელმა არ გამოჟონოს. ფორმაში ჩავასხათ კარამელი,დავალაგოთ ქლიავის ნახევრები კანით ზემოთ,დავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 35-40 წუთი.
გამომცხვარი ნამცხვარი მთლიანად გავაგრილოთ,შემდეგ თავზე დავაფაროთ დიდი ზომის თეფში და გადმოვაბრუნოთ,მოვაყაროთ შაქრის პუდრა.