3

ქლიავის კრამბლი – ინგლისური დესერტი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები;

150 გრ.ფქვილი

60 გრ.შაქარი

60 გრ.შვრიის ფანტელები

100 გრ ნიგოზი

100 გრ.კარაქი

მწიკვი მარილი

 

გულსართი:

700 გრ.ქლიავი

1 ფორთოხალი

75 გრ.შაქარი

50 გრ.კარაქი

დარიჩინი (სურვილისამებრ)

 

ფორმას წავუსვათ კარაქი.

გარეცხილ ქლიავს გამოვაცალოთ კურკა.თუ ქლიავი მაგარია,ცოტა ჩავთუთქოთ კარაქში და შაქართან ერთად ტაფაზე.მოვაყაროთ დარიჩინი,მოვახათ ფორთოხლის წვენი,შემდეგ გადავიატნოთ  ფორმაში.

თუ ქლიავი მწიფეა,მაშინ ამოვაცალოთ კურკა და დავალაგოთ ფორმის ძირზე .

ჯამში ჩავყაროთ ფქვილი ,კარაქი ჩავხეხოთ და ხელის თითებით ავაფხვიეროთ,შემდეგ დავუმატოთ მარილი, შაქარი,შვრიის ფანტელები და დაჭრილი ნიგოზი.მიღებული ფხვიერი ცომი მოვაყაროთ ქლიავს და 20-30 წუთი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე ღუმელში.მივირთვათ ნაყინთან ერთად.

 

 

 

 

Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

მანდარინის კექსი

ინგრედიენტები: 125 გრ.ფქვილი 1 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი 150 გრ.კარაქი 125 გრ.შაქარი 150 გრ.ნიგოზი და თხილი ერთად 4 მანდარინი 3 კვერცხი 1 ცალი შოკოლადის ფილა მანდარინის ნაჭრები

ქსოვის სახე ”სუმბული”

ქსოვის სახე ” უზორი” – სუმბული წყვილ რიგებს ვქსოვთ ასე: უკუღმა თვლები ამოგვყავს უკუღმად. როგორ გადავხაროთ თვალი მარცხნივ ვნახოთ ვიდეოში.

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია