ინგრედიენტები:
1 კგ.ალუბალი
1 კგ შაქარი
150 მლ .წყალი
ალუბალი გავრეცხოთ და გადავარჩიოთ.
შაქრისაგან და წყლისგან მოვამზადოთ სიროფი.
ცხელ სიროფში ჩავყაროთ ალუბალი და გავაჩეროთ 4-5 საათი.
ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და ალუბალი მოვხარშოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
ასეთივე პროცედურა ჩავატაროთ კიდევ ორჯერ.
გავუკეთოთ ქილებს პასტერილიზაცია.წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ თავსახურავები,ქილები თავით ქვემოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.
პასტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ ალუბლის მურაბა,თავი მოვუკრათ და გადმობრუნებული დავდოთ მაგიდაზე გაცივებამდე.