ინგრედიენტები :
ცომი
1 კგ.ფქვილი
500 მლ თბილი წყალი
10 გრ.საფუარი
1 ჩ.კ მარილი
1 ს.კ შაქარი
ზეთი ჩასაზელად
შიგთავსი :
1 თავი ხახვი
მარილი
ზეთი ან მცენარეული ცხიმი
შავი წიწაკა დაფქული
მომზადების წესები:
ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ შაქარი,მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.
უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.
ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.
შიგთავსის მოზადება:
მოხარშული ლობიო ამოვლესოთ .დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ზეთში მოხრაკული ხახვი,მარილი,შავი წიწაკა.სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ქონდარი.
არაჟნისა და მაწვნის ცომი ხაჭაპურებისათვის.
ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.
ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.
შემდეგ გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ზეთი ან მცენარეული ცხიმი.