22222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222222-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

რაჭული ლობიანი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

ცომი

1 კგ.ფქვილი

500 მლ თბილი წყალი

10 გრ.საფუარი

მარილი გემოვნებით

ნახ. ჭიქა ზეთი

ზეთი ჩასაზელად

შიგთავსი :

2 ს.კ.ღორის მუცლის ქონი

500 გრ.ლობიო

მარილი,პილპილი გემოვნებით.

 

მომზადების წესები:

ფქვილი ჩავყაროთ თასში,დავუმატოთ მარილი,საფუარი,თბილი წყალი და მოვზილოთ ერთგვაროვანი ცომი.

უკვე მოზელილ ცომს დავუმატოთ ზეთი,გადავზილოთ,დავაფაროთ თავზე და დავდგათ თბილ ადგილას ასაფუებლად.

ამოფუებული ცომი ჩავზილოთ ზეთიანი ხელით 2-ჯერ ,15 წუთის შუალედით.

შიგთავსის მოზადება:

მოხარშული ლობიო ამოვლესოთ ,დავუმატოთ ქონი და მარილი.

მუცლის ქონს სპეციფიკური სუნი არ ააქვს. ქალაქში მისი შოვნა ძალიან ძნელია. ამიტომ ლობიოს ხარშვისას ღორის ქონი ან წვრილად დაჭრილი ლორი ჩავაყოლოთ.

თუ ლორი ნაკლებ ცხიმიანია,დავუმატოთ ზეთი.

რაჭულ ლობიანს არ უმატებენ ქონდარს, ნიორს, ხახვს, წიწაკას და სუნელებს.

ამოსული ცომი დავყოთ გუნდებად.თითოეული გავაბრტყელოთ წრიული მოძრაობებით,ჩავდოთ ლობიო და მოვუკრათ თავი.

ლობიანი დავდოთ გახურებულ ტაფაზე,თავი დავახუროთ და გამოვაცხოთ.

შემდეგ  გამოცხობა დავასრულოთ ზედა წვაზე ღუმელში.გამომცხვარ ლობიანს წავუსვათ ღორის ცხიმის ნაჭერი ან კარაქი(ზეთი).

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here