ასეთი დელიკატესი მურაბის მოდუღება ძალიან ადვილია.იგი უზომოდ უყვართ შოკოლადის მოყვარულებს.დიასახლისები ხშირად იყენებენ ნამცხვრების მოსამზადებლად. ასევე გემრიელია ხაჭოსა და ნაყინთან ერთად მისართმევად.
ინგრედიენტები:
1 კგ.მწიფე ალუბალი
1 კგ შაქარი
100 გ კაკაო ფხვნილი
1 ფილა შავი შოკოლადი
150 მლ.წყალი
მომზადების წესები :
ალუბალი გავრეცხოთ და გადავარჩიოთ.
შაქრისაგან და წყლისგან მოვამზადოთ სიროფი.
ცხელ სიროფში ჩავყაროთ ალუბალი და გავაჩეროთ 4-5 საათი.
ჭურჭელი შემოვდგათ ცეცხლზე და ალუბალი მოვხარშოთ. ვადუღოთ 10-15 წუთი.გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.
ასეთივე პროცედურა ჩავატაროთ კიდევ ოთხჯერ.
ბოლოს მურაბაში ჩავყაროთ კაკაო და გახეხილი შოკოლადი და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ 3-5 წუთი.
გავუკეთოთ ქილებს პასტერილიზაცია. წყლით სავსე ჭურჭელში მოვათავსოთ თავსახურავები,ქილები თავით ქვემოთ.ვადუღოთ 10-15 წუთი.
პასტერილიზებულ ქილებში მოვათავსოთ ალუბლის მურაბა, თავი მოვუკრათ და გადმობრუნებული დავდოთ მაგიდაზე გაცივებამდე.