ინგრედიენტები:
კურდღელი
2 ს.კოვზი ფქვილი
3 პამიდორი
ღვინო
3 კბილი ნიორი
ცოტა მწვანე ხახვი
4-5 თავი ხახვი
1-2 ტოტი როზმარინი
ცოტა ქინძი
შინდი
ღოღნაშო
მომზადების წესები:
კურდღლის ხორცი დავჭრათ,მოვაყაროთ ფქვილი და ყველა მხრიდან შევწვათ გახურებულ ტაფაზე ზეთში და გადავიტანოთ ღუმელის ტაფაზე.
იმავე ტაფაში შევწვათ ალყა -ალყად დაჭრილი წითელი ხახვი , ნიორი და ხორცზე თანაბრად გადავანაწილოთ.
უხეშად დავჭრათ კანგაცლილი პამიდორი.
შინდს და ღოღნაშოს გამოვაცალოთ კურკები.
ტაფაზე პამიდორი,ღოღნაშო,შინდი ჩავყაროთ,ღვინო მოვასხათ,მარილი,წიწაკა,ბაჰარი მოვაყაროთ,წამოვადუღოთ.
პამიდვრის სოუსი მოვასხათ კურდღლის ხორცს,დავადოთ 1-2 ღერი როზმარინი და 200 გრადუსზე 15 წუთით გამოვაცხოთ ღუმელში.
ზემოდან მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.
წყარო: იუთუბი,გადაცემა თეკუნას კულინარიუმი.