ინგრედიენტები :
500 გრ.ფენოვანი ცომი
4-5 მოხარშული კვერცხი
600 გრ.ხბოს გულ -ღვიძლი
5-5 გრ ქონდარი,პილპილი,მარილი
100 გრ.კარაქი
1/2 კონა ხახვი
1 კბილი ნიორი
2 ს.კოვზი ფქვილი
1 დაფნის ფოთოლი
1/2 კონა ქინძი
მომზადების წესები :
გახურებულ ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვშუშოთ .
ტაფაში ჩავყაროთ დაჭრილი გულ-ღვიძლი,სუნელები,დაფნის ფოთოლი,წვრილად დაჭრილი ქინძი,მარილი,წიწაკა.კერძი ვშუშოთ მომზადებამდე.
ბლენდერში ჩავასხათ 80 მლ. ღვინო,ჩავდოთ 1 კვერცხი,გადავიტანოთ გულ-ღვიძლი და დავაბლენდეროთ.
მზა ფენოვანი ცომი გავყოთ 2 ნაწილად.ერთი ნაწილი უფრო დიდი ზომის უნდა იყოს.
გამოსაცხობ ფორმაში ჩავაფინოთ მზა ფენოვანი ცომის ერთი ფირფიტა ზემოდან გადავანაწილოთ ნახევარი პაშტეტი და დავალაგოთ სიგრძეზე მოხარშული კვერცხები.
ისევ ზემოდან გადავანაწილოთ დარჩენილი პაშტეტი, დავაფინოთ ცომის მეორე ნაწილი.გვერდები კარგად ამოვუკრათ. ზემოდან ჩაჩხვლიტოთ დანით.
პატეს ღვეზელი გამოვაცხოთ 200 გრადუსზე 15 წუთი წინასწარ გახურებულ ღუმელში