cbafaa3be80ea76f1747bfd0a0d860ae-640x424
5/5

როგორ ვუმკურნალოთ ცისტიტს სახლის პირობებში

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

შარდის ბუშტის ანთება ანუ ცისტიტი წარმოიქმნება შარდის ბუშტში ინფექციის შეჭრით.ცისტიტი ქალებს უფრო ხშირად აწუხებთ,ვიდრე მამაკაცებს და ამის მიზეზია ფიზიოლოგია.ქალების შარდსადენი უფრო მოკლეა და ფართო.ბაქტერიები მარტივად გადიან ამ გზებს ,რაც იწვევს საშარდე გზებისა და შარდის ბუშტის ანთებას.

ცისტიტი ბაქტერიული ინფექციაა და ახასითებს:

  • მოჭერის შეგრძლება მუცლის ქვედა არეში.
  • შარდვის დროს წვა და ტკივილი.
  • გახშირებული შარდვა .
  • ხშირად უშედეგო შარდვის სურვილი.
  • სისხლი შარდში.
  • დისკომფორტი და ტკივილი.
  • შარდის გამუქება და არასასიამოვნო ტკივილი.

შესაძლებელია ამ დაავადების ტიპიურ სიმპტომებს თან ახლდეს სიცხე,ძლიერი ტკივილი ზურგის არეში,პირღებინება,გულისრევა.ეს უკვე საგანგაშო ნიშანია,ვითარდება უფრო სერიოზული დაავადება  – პიელონეფრიტი.დაუყოვნებლივ მივმართოთ ექიმს.

ცისტიტის მკურნალობა არის კომპლექსური.ანტიბიოტიკებთან ერთად უნდა ჩავიტაროთ ფიტოთერაპიული მკურნალობა,დავიცვათ დიეტა და გავიკეთოთ თერმული პროცედურები.

სამკურნალო ბალახების ნაყენს ძალიან კარგი ეფექტი აქვს:

არყის ხის კვირტები:

მომზადების წესი: 10გრ (0,5 სუფრისკოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებულ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 1/3 ჩაისჭიქა 2-3ჯერ დღეში ჭამის წინ 10-15 წუთით ადრე.

შვიტას ბალახი:

მომზადების წესი: 10გრ. (2 სუფრის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ.(1 ჩაისჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.)მიღებამდე.

მივიღოთ თბილი ნაყენი ¼ ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 1 საათის გასვლისას.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი ¼ ჩაის ჭიქა 3-4 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ 1 საათის გასვლისას.

დათვის კენკრას ფოთოლი:

მომზადების წესი: 11გრ.(1 სუფრის კოვზი) ნედლეულს ვათავსებთ ემალირებელ ჭურჭელში, დავასხათ 200 მლ. (1 ჩაის ჭიქა) ადუღებული წყალი. დავახუროთ თავსახური და გავაცხელოდ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადმოვდგათ, გავაციოთ და გავფილტროთ. დარჩენილი მასა გავწუროთ. მიღებულ ნაყენს დავუმატოთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200მლ.) მიღებამდე.

მიღების წესი: მივიღოთ თბილი ნაყენი 1 სუფრის კოვზი 5-6 ჯერ დღეში ჭამის შემდეგ 40 წუთის გავლისას. რეკომენდებულია მიღების წინ ნაყენი შევანჯღრიოთ.

22+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here