42121f00ffc451d0c288e11c1f28cbd4_M-o8le798wbrct62r75q6wb30o1sbgscjpjkg55weop4
5/5

ხარჩო მეგრულად

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

1 კგ.ძროხის ხორცი

5 თავი ხახვი

30 გრ.კარაქი

150 გრ.მშრალი წითელი ღვინო

5 სუფრის კოვზი პამიდვრის წვენი

400 გრ.პამიდორი

30 გრ.ოხრახურში

2.ჩ.კოვზი  ხმელი ქინძი

2 ჩ.კოვზი ხმელი სუნელი

1 ს.კოვზი ყვითელი ყვავილი

აჯიკა/გემოვნებით

80 გრ.გატარებული ნიგოზი

მცენარეული ზეთი

 

მომზადების წესები :

ძროხის ხორცი დავჭრათ მოგრძო პატარა ნაჭრებად.მოვასხათ ზეთი,მოვაყაროთ შავი დაფქული წიწაკა და 1 საათი გავაჩეროთ.

გახურებულ ტაფაზე   ძროხის ხორცის ნაჭრები  ცალ-ცალკე, ერთმანეთისაგან დაშორებით დავალაგოთ და შევწვათ ორივე მხრიდან.

ცალკე ღრმა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და მასში კუბებად დაჭრილი ხახვი მოვთუშოთ.

ხახვს მოვასხათ ღვინო და ტაფაზე გადავიტანოთ შემწვარი ხორცის ნაჭრები.

ცეცხლს დავუწიოთ ,ღვინის სუნის გაქრობას დაველოდოთ .კერძს დავუმატოთ პამიდვრის წვენი და გახეხილი პამიდორი.

კერძი დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთი მოვშუშოთ და შემდეგ დავუმატოთ სუნელები,მარილი,აჯიკა .ხარჩოს  სულ ბოლოს კი დავამატოთ გატარებული ნიგოზი.კერძი გასქელდება.

ხარშოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახურში,ცეცხლზე 1 წუთი გავაჩეროთ და გადმოვდგათ.

 

 

 

 

0
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები : 2 ყაბაყი 2 კვერცხი 1 ჭიქა რძე ( ჭიქა 200 მლ.) 1 ჭიქა ფქვილი 0,5 ჩ.კოვზი მარილი შავი პილპილი გემოვნებით 2 ს.კოვზი ზეთი

კულიჩი ( პასკა) – უკრაინული სამზარეულო

აღდგომის სუფრის მთავარი გმირი არის შესანიშნავი, სურნელოვანი, ლამაზი და  გემრიელი სააღდგომო კულიჩი ! რეცეპტის ავტორია შეფ – მზარეული,კონდიტერი ელიზაბეტ გლინსკაია,რომელიც გვასწავლის კულიჩის( პასკა) მომზადებას ფრანგული ბრიოშის

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here