ინგრედიენტები:
1000 გრ. წითელი ბულგარული
100 გრ.წითელი წიწაკა
5-6 თავი. გრ.ნიორი
მარილი/გემოვნებით
უცხო სუნელი/გემოვნებით
ყვითელი ყვავილი /გემოვნებით
ხმელი ქინძი/გემოვნებით
მომზადების წესები:
მწარე წიწიაკას მოვაშოროთ ყუნწები.
ბულგაულ წიწაკას მოვაშოროთ თესლები.
წიწაკა გავრეცხოთ,საწურზე დავდოთ და დავწრიტოთ.
წიწაკა ხორცსაკეპში გავატაროთ ნიორთან ერთად და შევაზავოთ სუნელებით, მარილით.
სასურველია ინგრედიენტები შევურიოთ ერთმანეთს მომინანქრებულ ჭურჭელში,დავტოვოთ თავღია, ყოველდღე მოვურიოთ, სანამ არ დადუღდება. შემდეგ ავურიოთ 10 დაფქული ასპირინი.
ჩავდოთ სტერილურ ქილებში ,მოვუკრათ თავი და შევინახოთ სიგრილეში.
0