ინგრედიენტები:
1 კგ ღერღილი
750 გრ.სიმინდის ფქვილი
1,7 კგ სულგუნი ან ჭყინტი ყველი
1,5 – 2 ლ წყალი
მომზადების წესები :
თუჯის ქვაბში ჩავასხათ წყალი,ჩავყაროთ გარეცხილი ღერღილი და ავადუღოთ საშუალო ცეცხლზე.
როცა ადუღდება,ცეცხლს დავუწიოთ და დაბალ ცეცხლზე ღერღილი ვხარშოთ 1 საათის განმავლობაში.
კარგად რომ მოიხარშება,სიმინდის ფქვილი დავუმატოთ და კარგად ავზილოთ ჩოგნით.მომზადებული ღომი კიდევ 30 წუთი უნდა გავაჩეროთ ცეცხლზე.
მივიღებთ სქელ მასას.ღომში ჩავყაროთ გახეხილი ყველი და ხის კოვზით კიდევ ვზილოთ .ყველი ღომთან ერთად დაახლოებით 20 წუთი ვხარშოთ .
0