ყველის წვნიანი მომზადებული ქართულად ძალიან გემრიელია და სასარგებლოა,როგორც მოზრდილებისათვის,ასევე ბავშვებისათვის.
ინგრედიენტები:
500 მლ. რძე
500 გრ.სულგუნი
100 გრ.არაჟანი
200 გრ.ნადუღი
1 პატარა კონა პიტნა
2 პატარა თავი ხახვი
4 ს.კოვზი ბრინჯი
მარილი,მწვანე წიწაკა გემოვნებით
პიტნის შიგთავსის მომზადება;
ნახ. კონა პიტნის ფოთლები დავჭრათ ძალიან წვრილად და დავნაყოთ მარილთან ერთად.
არაჟანი და ნადუღი ერთმანეთს შევურიოთ და შევკაზმოთ დანაყილი პიტნით.
რძე ჩავასხათ ალუმინის ქვაბში და ცეცხლზე დავდგათ .
სულგუნი ძალიან პატარა ნაჭრებად დავჭრათ ჩავყაროთ გაცხელებულ რძეში და მოვხარშოთ რძესთან ერთდ.
რძეს მოვურიოთ ,სულგუნი გახდება წელვადი , ყველის ნაჭრები შეერთდება,მოვაგუნდავოთ და მივიღებთ სულგუნის ცომის ერთგვაროვან მასას .
სულგუნის ცომი სველ ხის დაფაზე 1 სმ–ის სისქეზე გავაბრტყელოთ და ცხელსვე წავუსვათ წინასწარ მომზადებული პიტნის შიგთავსი .
სულგუნის ცხელი ფირფიტა გადავახვიოთ რულეტივით და გავაციოთ.სულგუნის რულეტი დავჭრათ,
ხახვი დავჭრათ წვრილად და ერბოში ოდნავ მოვშუშოთ.ყველის ნახარშში მოვხარშოთ ბრინჯი,ჩავამატოთ მოშუშული ხახვი,წვრილად დაჭრილი
ქინძი,პიტნა,წიწაკა(თუ ბავშვებისთვის ვამზადებთ წიწაკა არ დავუმატოთ).ჩავაწყოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი გებჟალიას რულეტი ,
ერთი წამოვადუღოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მარილი კერძს საჭიროების მიხედვით დავამატოთ,რადგანაც ყველის მასა ისედაც მარილიანია.