image01_copy-1
5/5

ფორთოხლის სოუსი

გააზიარეთ სოციალურ ქსელებში

Share on facebook

ინგრედიენტები :

100 მლ.არაჟანი

1 ფორთოხალი

2 გრ.დარიჩინი

50 გრ.შაქრის პუდრა.

 

მომზადების წესები :

ფორთოხალი გავჭრათ შუაზე.ერთი ნახევრიდან გამოვწუროთ წვენი.წვენში გავხსნათ დარიჩინი,შაქრის პუდრა და 1 მთლიანი ფორთოხლის ცედრა.

მომზადებული ფორთოხლის წვენი გავხსნათ არაჟანში.სოუსი მზადაა.

ფორთოხლის სოუსი  თევზისათვის

3 ჭიქა ახალდგამოწურული ფორთოხლის წვენი

3 ს.კოვზი წითელი ღვინის ძმარი

1 ს.კოვზი თაფლი

1/3 ჭიქა ზეითუნის ზეთი.

1 პატარა ზომის დაჭრილი ხახვი.

1/2 ჩ.კოვზი მარილი.

შავი დაფქული წიწაკა.

მომზადების წესები :

ფორთოხლის წვენი მაღალ ცეცხლზე განახევრებამდე ვადუღოთ.

მოდუღებული წვენი გავაგრილოთ და შევურიოთ  ძმარი,ხახვი,მარილი და შავი დაფქული წიწაკა. შეკაზმული წვენი ჩავასხათ ბლენდერში,2-3 წუთი დავაბლენდეროთ და გამოურთავად,ნელი მორევით ჩავამატოთ ზეთი და თაფლი.

ფორთოხლის სოუსი მოვასხათ შემწვარ ორაგულს.

ფორთოხლის სოუსი ხორცეულისათვის. მე-3 ვარიანტი

2 ჩ.კოვზი არაჟანი

1 ჩ.კოვზი მდოგვი

დანის წვერით ნიორის ფხვნილი

1 ს.კოვზი თაფლი ან ნეკერჩხლის სოუსი

ნახევარი ჭიქა ფორთოხლის წვენი.

მომზადების წესები :

ინგრედიენტები ავთქვიფოთ ხელით.თუ სოუსი თხელი მოგვივა, გავასქელოთ არაჟნით.მზა სოუსი გადავასხათ შემწვარ ქათმის ხორცს.

ფორთოხლისა და ღვინის სოუსი.მე-4 ვარიანტი

300 მლ.წითელი ღვინო

3 ცალი ფორთოხალი

1 ს.კოვზი შაქარი

მომზადების წესები :

ღვინოს  შევურიოთ  3 ფორთოხლის ცედრა,წვენი,დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ  5 წუთი. სოუსი მზადაა და მოვასხათ შემწვარ ღორის ხორცს.

 

 

 

1+

Leave a Reply

Your email address will not be published.

Share on facebook
Facebook
Share on print
დაბეჭდე გვერდი

ასევე ნახეთ

ბუშე -ფრანგული დესერტი

ინგრედიენტები ცომისათვის: 10 კვერცხის ცილა 7 კვერცხის გული 6 სუფრის კოვზი შაქარი 1 ჭიქა ფქვილი მომზადების წესები : ღუმელი ჩავრთოთ და გავახუროთ 220 გრადუსზე. კვერცხის

კუჭმაჭი

ინგრედიენტები: 1კგ.საქონლის გულ-ღვიძლი,ფილტვი,ფაშვი 6-8 თავი ქართული წითელი ხახვი ცოცხალი ქინძი ბროწეულის მარცვლები მოსართავად ზეთი ან კარაქი სანელებლები: დაღერღილი წიწაკა გემოვნებით 1 ჩ.კოვზი ქონდარი 2 ჩ.კოვზი

ჩანახი -კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები : 1 კგ.ცხვრის ხორცი 0,2 კგ.დუმა 1 კგ.ბადრიჯანი 0,8 კგ.კარტოფილი 1 კგ.პამიდორი 0,2  (4-5 თავი )კგ.ხახვი 1 თავი ნიორი რეჰანი, ქინძი, ოხრახურში 3-3 ღერი

კულინარია

ქარგვა

ქსოვა

კერვა

 
error: შიგთავსი დაცულია

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

1 ადგილი

კულიჩი – ესეც ჩემი ულამაზესი პასკუნიები

2 ადგილი

კულიჩი – ქვემო იმერელი ბებიების რეცეპტი

3 ადგილი

                    ქოქოსის ბისკვიტი – ტორტი რაფაელო

Add Your Heading Text Here

Add Your Heading Text Here