ინგრედიენტები:
6 კვერცხი
200 გრ.ნაღების კარაქი
500 მლ. მაწონი
400 გრ.შაქარი
4 ს.კოვზი კაკაო
600 გრ.ფქვილი
1 ჩ.კოვზი სოდა ( სავსე)
კრემი:
2 ლ გაწურული არაჟანი
400 გრ.შაქარის პუდრა
ან
400 გრ.კარაქი
2 ქილა შესქელებული რძე
ვანილი
მომზადების წესები :
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში შევურიოთ.
კვერცხი მიქსერით ავთქვიფოთ გათეთრებამდე,დავუმატოთ გაზზე გამდნარი და გაგრილებული კარაქი ,მაწონი.
შემდეგ შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.
ფორმაში ჩავაფინოთ ცხიმიანი ქაღალდი. ფორმას წავუსვათ გვერდებზე ცხიმი,ჩავასხათ ცომი და 1 საათი გამოვაცხოთ 180 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში.
კრემის მომზადება: გაწურულ არაჟანს შევათქვიფოთ შაქრის პუდრა
ან 400 გრ.კარაქი მიქსერით ამოვიყვანოთ კარგად,ნელ-ნელა შევურიოთ 2 ქილა შესქელებული რძე და ვანილი.
ბისკვიტი კარგად გავაციოთ, ზემოდან ერთი ფენა ავაჭრათ,რომ გავასწოროთ,გავყოთ 2-ან 3 ნაწილად და ფენებს შორის და გვერდებზე კრემი წავუსვათ.
ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფშვენები ან მოვრთოთ სურვილისამებრ.