ინგრედიენტები:
250 გრ.ფქვილი
200 გრ.შაქარი
2 ჩ.კოვზი გამაფხვიერებელი
1/4 ჩ.კოვზი მუსკატის კაკალი
მწიკვი მარილი
1 კვერცხი
100 მლ.ზეთი
200 გრ.მოცხარი
გაცრილი ფქვილი ,გამაფხვიერებელი,შაქარი,მარილი და დაფქული მუსკატის კაკალი შევურიოთ ერთმანეთში.
მოცხარი გავრეცხოთ და შევამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით. გამოცხობისას ცომში რომ თანაბრად გადანაწილდეს,ამოვსვაროთ ფქვილში.
კვერცხი,რძე და ზეთი ერთმანეთში შევურიოთ.
მშრალ ინგრედიენტებს დავასხათ თხევადი მასა და კოვზით მოვურიოთ.არ შევეცადოთ მასა გახდეს ერთგვაროვანი. მაფინების მოსამზადებლად, აუცილებელია ,იყოს ცომში კოშტები.
ცომს დავუმატოთ 100 გრ.ფქვილში ამოსვრილი მოცხარი .მაფინის სილიკონის ფორმა მთლიანად ავავსოთ ცომით.ცომში არსებული კოშტები ხელს შეუშლის ცხობისას, ფორმიდან გადმოსვლას და მაფინები გამოცხვება მაღალი.
ღუმელში შედების წინ, მოვაყაროთ ზემოდან მცირეოდენი შაქარი ზემოდან,რომ მაფინების თავი გამოვიდეს კნატუნა და წინასწარ 205 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ გამოსაცხობად 15-20 წუთი.
თუ მაფინებს ვაცხობთ მეტალის ფორმაში,მაშინ ფორმას წავუსვათ ზეთი და მოვაყაროთ ფქვილი ან ფორმაში ჩავდოთ მაფინის გამოსაცხობი ქაღალდები ,რომლებსაც შევავსებთ ცომით.
რჩევა: ცომის მომზადებისას ზეთი არ უნდა შეიცვალოს კარაქით .მიღებული ცომი გავყოთ 2 ნაწილად .ერთ ნაწილს დავუმატოთ 100 გრ.წითელი მოცხარი,მეორეს კი იგივე რაოდენობის შავი მოცხარი.